Sunday, April 12, 2009

the new prnoghraphers "challengers"

perfomance: indie/rock/powerpop

The New Pornographers იმ ჯგუფებს მიეკუთვნება, რომლებმაც სადებიუტო ალბომის გამოშვებისთანავე ხმამაღლა გაისროლეს. მათი პირველივე ნამუშევარი Mass Romantic საოცრად პოპულარული გახდა და საკმაოდ კარგი რეცენზიებიც დაიმსახურა. მას შემდეგ ‘პორნოგრაფისტებმა’ კიდევ სამი ერთიმეორეზე უკეთესი დისკი ჩაწერეს. სულ ბოლო მათ შორის ‘Challengers’ სულ ახლახანს განსხვავებით წინამორბედებისგან აქ უფრო მელოდიური და მშვიდი მუსიკაა. გამონაკლისი ერთადერთი სიმღერაა – All The Things That Go To Make Heaven And Earth. 

ამ ალბომში ჯგუფის მთავარი მამოძრავებელი ძალა კიდევ ერთხელ იკვეთება – ეს არის კარლ ნიუმენი, რომელსაც თორმეტიდან ცხრა სიმღერა ეკუთვნის. დანარჩენი სამის ავტორი დენ ბეჯარია. განსხვავების პოვნა მათ სტილებს შორის საკმაოდ ადვილია. ნიუმენის კომპოზიციები უფრო მელოდიურია, ბეჯარი კი აქცენტს ენერგეტიკაზე აკეთებს. ორივე ძალიან ნიჭიერი კომპოზიტორია. ამას ემატება ნეკო კეისის საინტერესო ვოკალი და ჯამში ვიღებთ კიდევ ერთ სასიამოვნო ალბომს.

No comments:

Post a Comment