Saturday, June 20, 2009

როგორ ამოვიცნოთ რომ გვატყუებენ?


ახალი არაფერია იმაში, რომ ტყუილი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, მაგრამ ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ საშუალო სტატისტიკურ ადამიანს დღეში თურმე 200-ჯერ ატყუბენ. ხშირად ეს ე.წ. `უვნებელი ტყუილებია”, მაგალითად კომპლიმენტები. თუკი ვინმე გეუბნებათ რომ კარგად გამოიყურებით, არ ღირს იმის გარკვევა, ეს ადამიანი გატყუებთ თუ არა. მაგრამ არის სიტუაციები, როდესაც სიმართლის ცოდნა უბრალოდ აუცილებელია. მაგალითად, სამსახურში თანამშრომლების აყვანის დროს თქვენ ზუსტად უნდა იცოდეთ თქვენი პოტენციური კადრის კვალიფიკაცია და შესაძლებლობები. იმ ტიპის `ეშმაკობები” როგორიცაა დამსაქმებელთან თავის მოწონება CV-ში ჩაწერილი ათასგვარი რეგალიებით, თბილისში ახალ მოვლენას არ წარმოადგენს, თუმცა მსგავსი პრაქტიკა თურმე კარგად აპრობირებულია ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც. მაგალითად, შარშან ერთ-ერთმა ამერიკულმა კომპანიამ 3 800 რეზიუმე (CV) შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ მათგან ნახევარზე მეტი ფიქტიურ მონაცემებს შეიცავდა. 

როგორ გავარკვიოთ გვატყუებენ თუ არა? დაივიწყეთ ყველა ის სტერეოტიპი რომლითაც აქამდე მატყუარას საქციელს აფასებდით, ისეთი მაჩვენებლები როგორებიცაა თვალებში არ შემოხედვა, და ოპონენტის ნერვული მდგომარეობა, არასანდოა. მეცნიერები რამდენიმე ახალ, გაცილებით საინტერესო რჩევას გვთავაზობენ. 

1. ადამიანს, რომელზეც ეჭვი გაქვთ რომ გატყუებთ, მოულოდნელად დაუსვით კითხვა და ყურადღება მიაქციეთ ჩქარა გპასუხობთ თუ არა. რაც უფრო დიდ დროს მოანდომებს პასუხის გაცემას, მით უფრო დიდი შანსია, რომ გატყუებთ.

2. ისეთი გაფრთხილებისას, როგორიცაა მაგალითად `თუ თქვენ ტყუიხართ, სამსახურიდან დაგითხოვენ~ მეტი ემოცია გამოხატეთ. ასეთ დროს მატყუარები უფრო მარტივად ნებდებიან.

3. ისეთი კითხვა დასვით, რომელიც მოკლე პასუხს `კი” ან `არა”-ს ითხოვს და ეს კითხვა მანამდე გაიმეორეთ, ვიდრე პასუხს არ მიიღებთ. მატყუარები მოკლე პასუხებს თავს არიდებენ, თავის დაზღვევის მიზნით ისინი გაურკვეველ პასუხებს იძლევიან. 

4. ყურადღება მიაქციეთ ჟესტიკულაციას. მოსატყუებლად საჭირო ფიქრის პროცესი დიდ ენერგიას ითხოვს, ამ დროს დამატებითი ენერგიის მობილიზება სხეულის სხვა ნაწილებიდან ხდება. ასე, რომ გავრცელებული აზრი, თითქოს მატყუარები აქტიურ ჟესტიკულაციას მიმართავდნენ, მცდარია. პირიქით, ისინი გაცილებით ნაკლებად იყენებენ ჟესტიკულაციას, ვიდრე არამატყუარები.

5. შეადარეთ ადამიანის რეაქცია მის ქმედებებს ჩვეულებრივ სიტუაციაში. მიღებული სხვაობა მატყუარას აუცლებლად გასცემს.

No comments:

Post a Comment