Sunday, November 6, 2011

for my wife


ეი,ცოლო რას იქმ?როგორ ხარ?როგორ მიდის აბა აბიტურიენტობრივი საქმენნი?იმედია მშვიდად არ და არ ჟრჟოლავ.
  ხოდა.არ ვიცი ამას როდის წაიკითხავ.მაგრამ რომ,წაიკითხავ ოდნავ გაიღიმე.გაიღიმე,თორემ ნაოჭები გაგიჩნდება მაგ სახეზე.თან ისეთი პერიოდი გაქვს.ნერვიულობ.რა სყავარელი ვარ ხო?ისე თავში დამარტყა მივწერ თქო.ცოლია მაინც.დღეს ვიფიქრე ცოლზე.თურმე რა სერიოზული რაღაც ყოფილა.აი ქალი კაცს რო მიყვება,თან ყველაფერს ანდობს,სულს გულს,და აი ყველაფერს ანდობს.რაღაც გაგუებარი და მიმზიდველია.
იცი შუალედური მაქვს ხუთშაბათს და სწავლა ჯერ არ დამიწყია.მერე იტყვიან ნიჭიერია მაგრამ ზარმაციო.და ხვალ რეფერატი მაქვს დასაწერი და ვერ ვწერ.დღეს გავიგე აი ამ წამს.ამ წამს რა 5 საათის წინ,მაგრამ მაინც რა.და მგონი მეტენება ორი საგანი.არა და როგორ იძახდნენ აკადემიაში,თან პირველ კურსზე და პირველ სემესტრში რო საგანს შეიტენიო.არ მჯერა მე მაგათი,საერთოდ არ მჯერა.ეს უფროს კურსელები დიდი ქოთნები არიან.დაყლეპროჭაობენ და იმრიზებიან,აქაოდა ჩვენა ვართ რაც ვართო.არადა სწორ ხაზს ვერ ავლებენ და თავი მოდილიანები გონიათ.
   იმ დღეს ფერწერა მქონდა.ვხატავდი და რაღაცამ,შემომიტია.აი ხო იცი რო მომივლის ხოლმე,აი გაქცევა,რომ მინდა ხოლმე.აი მაშინ 6 თვე რო დავიკარგე.ეგეთი რაღაც და საღებავი ვაწუწე ამ ნახატს.ბევრი და ქაოტურად.აი რაღაც ბავშვის მძღნერს გავდა.მერე წამოედი და მომაქ ეს ნახატი.ეზოში ვზივარ.და ვეწევი.ხო ვფიქრობ თან.და თავზე დამადგა ბუღაძე.რექტორი და უყურებს ამას და ვაო,გაიკვირვა.რა კარგიაო.რაღაც ინოვაციაო ამაშიო ხო იცი შენო.და მოეწონა.მე რაღაც ავტკინდი და ჯგუფზე დავუწყე ლაპრაკი კოცნერტი და რამე და კიო,ყაბულზე ვარ.სემესტრი დახურეთო.ხოდა მერე გამიხარდა და რო გამიხარდა წამოვედი.
   წამოვედი და გამოდენაზე აღმოვჩნდი.თბილისის ფოტოებია.მინდა რო განახო და ერთად წავიდეთ.5 დეკემბრამდეა.აი მინდა რო შენც გაოცდე.რაღაც მხრივ ტიფლისი დავინახე სხამფრივო როგორც საიათნოვა იტყოდა.ისე ყველაზე მაგარი ცოლი ხარ...
ხოდა გაიღიმე ამას რო ნახავ.ქმარს უყვარხარ.
     

No comments:

Post a Comment