Sunday, February 17, 2013

ტუალეტში წასაკითხი ამბები


                                           
  მე მხოლოდ გაუჩერებელი წამი ვარ.არ მესმის რასაც შენ მეუბნები.შეიძლება  რამე ბანგი დალიო.განუტევო სული.ჩაძაღლდე.როგორც ნუცა მოკვდა კოკაინის ზედმეტი დოზისგან.წახვიდე ჩემგან.მიმაგდო ამ ნაგავში.ჩემთვის ხომ უკვე სულ ერთია.დეპრესიები.ნიკას მოულოდნელი სუიციდი.არადა ადრე რა საჭირო იქნებოდა მისი გრძნობები.მისი გრძნობები შენ გამოგაღვიძებდავინ ყლეა ეს ნიკა?! მერამდენედ ეკითხები შენ თავს?!.მაგრამ ეს მრავალფეროვანი სიახლეები შენ მოსვენებას არ მგოცემენ.

     2 ნომერ მარშუტკაში ჯდომისას,გახეული მთვრალი ამ ფრაზებს დაწერ.მოიგონებ გუშინდელ მოგონებებს.გაიხარებ და მერე ისევ მოკვდები.ერთ დღესაც გაიღვიძებ.ესეთი გოგოები არასდროს შეგხვდებიან.აქ იკარება შენი ემოცია და პირვანდელი ბიძგი,რომელიც პოზიტივისკენ გიბიძებს.პოზიტივი შენთვის შეიძლება  მომაკვდინებელიც იყოს.რადგანაც ასე მთელი სულით ესწრაფვი დესტრუქციას.ჩემი უმცროსი ძმა ხომ მხოლოდ ამით ცხოვრობს!ჩემი აზრები სადღაც სტეპებში იკარგება.სადღაც მოუსვლელში იძირება.სიზმარში მე მაქცია ვიყავი.მე მეშინოდა შენი დაკარგვის.შენ მოკვდავი ხარ.მე უკვდავი.მე  უკვდავი ვარ.გიორგის ელფურს ვასწავლი.მერე წავალ  სადმე გაღმა ნაპირებზე.სადაც ბებიაჩემი, გამაღვიძებს დილის 10 საათზე სერიალების ხმით.ბებიაჩემს ჰგონია სუნი ტელევიზორიდან გამოდის.ვალერის გავხარ და მასავით ეწევიო.
  
   ლექციები ნებისყოფაზე.ქაუნთ,შენ გაქვს ნებისყოფა.სადაა დოდო?ხვალ წარმოუდგენლად მიმაჩნია დილის 9ზე გაღვიძება და გამოცდაზე წასვლა.ათასობით ქართველი ქალი,ტიტანურად შრომობს სადღაც აღმოსავლეთ ევროპაში.რაზეც ქათული ეკონომიკა დგას.მათ გადაარჩინეს საქართველო.რადგანაც კაცები დაიბნენ და პირში საკუთარი ფალოსები ჩაიდეს.მათ მზესუმზირის კვნეტა და ნერწყვის გუბეების დატოვება დაიჩენეს.ეს ჩემს ლექტორს აკას წიგნებიდან ჰგონია და აშკარად ლაშას ამბებიდან არის გამოქნილი.კულტურა იმდენად ნაზია და ხელშეუხებელი,რამდენადაც ჩემი ხუჭუჭა მეუღლის წელის მიდამოებია.

   ნილ არმსტრონგი და ლიკა ნადირაშვილი დღეს,შუა დღეს შეხვდებიან ერთმანეთს.სადღაც ჰარლემში,არ მახსოვს მე-18 თუ მე-19 ქუჩაზე,პიცერიაში კუთხის მაგიდაზე ერთად აღმოჩნდებიან.გაცვლიან სახლის ნომრებს და ..............

-კაი რა!ჩვენი რიგი აქ,არასდროს იქნება!
-ხოდა მაშინ ლუვრის დედაც მოვტყან!
პარიზში,ქართველებისგან გაგონილი დიალოგი.
   პატარა ქინქირქი და პატარა ქენქერე,ერთად რვა სართულიანი სახლის სახურავზე ტროიანებს წერდნენ.რომლებსაც მათი რაიონის ბანკებში შეუშვედბნენ,გადმოირიცხავდნენ ფულებს,როგორც ისინი იძახდნენ,შემდეგ იყიდნენ უამრავ პლასტმასის მილებს, ე.გ. „პაჩებნიკებს“ დიდი ზომის პამპერსებს,ცარიელ დისკებს,ოპელ ვექტრას,ფირებს ოღონდ წვრილებს.აი ისეთებს მშრალ ხიდზე თუ გადააწყდები შემთხვევით გავლილი.2,3 და 4 ზომის ლიფებსაც და კიდევ დამწვარ ტრანზისტორებს იყიდიან.შემდეგ ამ ყველაფერს ერთად მოუყრიან თავს.ჩაყრიან ოპელში და მოუსვლელში წავლენ.მოუსვლელი ქენქერეს და ქინქირს ერთმანეთისაგან განსხვავებულად წარმოუდგენიათ.ერთისთვის სადღაც მზის ამოსვლის მხარეს უნდა იყოს.მეორესთვის საფრანგეთის გადახნულ მიწებზე.მაგრამ სანამ შეთანხმდებოდნენ ჯერ კიდევ გადმოურიცხავი ფულებით რას იზამდნენ,ორივე პედი მერფის პარადოქსს შეეწირა.
  კვანტური უკვდავება,აი ამას ესწრაფვოდა მთელი მსოფლიო,მაგრამ მხოლოდ საკუთარი მეზობლები გაგუდეს ძილის დროს.

  -აბა სად წავიდეთ?
  -ვერსალში!
  -ოო,მეზარება მაგ სიშორეზე ფროწიალი,წამო ბარში.



2 comments:

  1. საააბ ძაან მაგრა წერ.მომწონს შენი წერის სტილი.არ მახსოვს მითქვამს თუ არა ეს შენთვის ხოდა ახლა გეუბნები.არ ვიცი ვინმე თუ კითხულობს ჩემ გარდა (იმედია კითხულობენ) მაგრამ მინდა რომ ბევრი წეროოო :)))

    ReplyDelete
  2. მე მუზა მომიკლეს და ვერ ვწერ ((((

    ReplyDelete