Showing posts with label years. Show all posts
Showing posts with label years. Show all posts

Friday, January 15, 2010

დღეს პირველად მივხვდი

პირველად მივხვდი, რომ რაღაცები, მაინც, მძულს ამ ქვეყანაზე, და პირველ რიგში მძულს ეს - ეგრეთ წოდებული "ხალხი".
მკვლელები და მკვდრების მოყვარულები. შეზღუდული სივრცის მოტრფიალენი, "ვაკელებად", "ვერელებად", "გლდანელებად", "ლტოლვილებად" და "კარენოი თბილისელებად" ქვეყნის დამყოფები. სამყაროს დამყოფები. რათა ჯერ, მათსავე შექმნილ სივიწროვეში დაგტოვონ, ამოგხუთონ, მოგკლან. მერე კი დაგიტირონ, როგორც თავისიანი.