take one cup of milk
აიღე ერთი ჭიქა რძე.ეხლა შეასხი.მოიცა.ივწყებ გუშინდელ აქტს,რომლისაგან მხოლოდ სითბო შეგრჩა,ისიც სადღაც ღვიძლთან.რომელიც არ გაქვს.ხო სად გექნება.ლოთობა საკუთარ სტიქიად აქციე.დაიჩემე სიზარმაცის მეფობა.ისეთი ზარმაცი ხარ,კლავიატურასთან მიგდებულ ტელეფონს არ პასუხობ.საკუთარ თავს აჯერებ რომ კარადის თავზე გიგდია ტელეფონი.ეს ჩვევა გარდატეხის ასაკიდან.
მოკლემეტრაჟიანი ფილმები,არტ-ჰაუსის ჟანრი.ჭერის გამოკვლევა.მაინც ჯიუტად ფიქრობ ნცობიერების,ციფრულ ვერსიად გარდაქმნაზე და შემდეგ კიბერ სივრცეში ატვირთვაზე.კოპი თავზე.გუშინ წინანდელი ინციდენტის კვალი სხეულზე.მეტაფიზიკური ხრწნა.დღე ღამის არევა.მზის ამოსვლის დროს დაძინება და ჩასვლის დროს გაღვიძება.გადამალული სიგარეტი.ღრმა ნაფასები.კურსელის წერილები.ნელ-ნელა ატყობ კურსელზე მეტი,რომ არის და იმასაც უკვრიდები რომ მაგარი მეგობარია.გენატრება მეორე მეგობარი.1 კვირა ვერ ნახავ.გეჩვენება 1 კვირა დიდად.იფიქრებ რა დეპრესიული ვარო.მერე ისევ წარსულის ამოქექვას იწყებ.საკუთარი ტვინის ვინჩესტერებში.გადაქექავ ჩ,D,E,F დისკებს.ბოლოს მიაგნებ.მელანქოლიკი გიწოდეს.მაგრამ კონტრ-არგუმენტი გაქვს.ფსიქოლოგიამ გითხრა.გამოხატულად ერთი ტემპერამენტი არ არსებობსო.მსჯელობა კრედოს
აბსურდულობაზე.მიგდებული კონსპექტები.მეგობრის მიერ აფეთქებული სახლის ტელეფონი.არ იღებ.4 კედელი.შენი ოთახი-შენი ციხესიმაგრე.დამპყრობელივით შემოჭრილი მშობელი მამა.აფრებით გაფორმებუი ოთახის არომატი.შენ ხომ აქვე ჭამ,ეწევი და ცხოვრობ.უკვე 17 დღეა არ დაგიტოვებია ოთახი.ტოილეტს თუ არ მიათვლი..ზარი კარებზე.მეგობარი.არა მეგობრები.გადგებიან თავზე.ხვდები დაირღვა რაღაც უხილავი.რა უნდათ?უი ტელეფონი ხომ გათიშული გაქვს და თითქოს მიწამ პირი გიყო.სისულელე თავში.ქარს ვერ დაამწყვდევ.იხუთება ყველაფერი.ახსნა-განმარტება.ბავშვობიდან საძულველი მომენტი.მარაზმატიკა აყვანილი კვადრატში.მიიღე სინაფსების მამოძრავებელ,იმპულსი რომელის შენს ტვინს
ესტეთიურად დაცულ იმპულსს აძლევს.გეშინია პირის გაპარსვის.პარანოია შენს ტვინში.გეშინია პანიკურად უკვე ყველაფრის.საყვარელი ადამიანისაც.რომლის მზერაშიც კრუელას მზერას აწყდები.ამას გვიან ცნობიერებ.გეშინია ყველაფრის.გენატრება ეს ადამიანი.ვერ/არ ნახულობ.ნიჰილიზმი გარშემო.ნონკონფორმისტი კურსელი,გაერთიანებული ლიბერალურ ძალებში.ყლიდან ყლეზე გადამხტარი გოგოები.ასევე ბიჭებიც.ტრაკში პერო გაყრილი ჯავახიშვილის სტუდენტები,რომელთა დანახვისას მუდამ გული გერევა.ფიქრი მომავალზე.მატერიალიზმი მოდის.არ უშვებ.არ გამოდის.ფული და ოყნა.ვერ იტან ვერც ერთს.ფულზე გაგცვლიან,ოყნას მოგარჭობენ.ორივე მომენტში მშრალზე ჯდები.დღე ჩაით იწყება,დღე რა შენთვის არის თორემ,სხვები საღამოდ აღიქვამენ.ბოდიალი ღამის თბილისში.სატელიტების და ციმციმების სიყვარული.ღამის ცა.ბოდიალი..ბოდიალი…ბოდიალი.იქცა ბოდიალი ჩანჩალად.აგერ ბივული განთიადები.აცნობიერებ რა შენს მარტოობას,რომელიც თავადვე შექმენი.აანალიზებ რომ შენი ცნობიერება დეპრესიამ მოიცვა.
Too hard, too heavy
ReplyDelete