ხოდა ცხელოდა როგორც,საჰარაში და საჰარაში მყოფნი იტყოდნენ ცხელა, როგორც ჯოჯოხეთშიო.კდიევ ერთი ამბავი იყო.სიდვიშესური.ასე ეძახის ერთი ჩემი მამრი მეგობარი კარგ ამბებს(არა მარტო).....ძალიან სიდვიშესური გმაოდის მოკლედ ეს ამინდი.მე კიდევ ერთი მეგობარი მყავს,ბლუზმენია..ქართველი რა.მაგარი თან.კაცი ყავს მოკლული მემფისში,ანუ მისისიპელი ბლუზმენია... ისე მე რო მკითხო ვერერეჩკელი ბლუზმენია.ხოდა გავიზარდეთ ერთად.მე სულით გაღმელი ვარ ის გამოღმელია.ბავშვობა ერთად გადავაგორეთ 7 წლამდე.მერე გამოღმა გამოვყევი დინებას და დავრჩი აქ.ვიქმენ ნახევარანგელოზად.მერე კიდე იშვიათად მოვხვდებოდი იმ სახლში,ბავშვობის სახლში.იზრდებოდა ეს ჩემი მეგობარი.აიღებდა გიტარას და სულ რაღაცნაირ ბლუზებს უკრავდა.ისეთია უძილო და მრავალნახადი არაყივით მწარე , რო აგატირებს და მერე რო გაგისწორებს.ოდნავ ხუჭუჭა მასტია და სულ გიტარით მოძრაობს.პაპისეული გიტარა აქვს,ანდერძით დარჩა.გიტარაა ძველისძველი მისისიპის ნაიპრებზე გაზრდილი ხისგან გაკეთებული,სიმები აქვს 72 მეძავის თმისგან დაწნული.გიტარაა რო შეხედავ ქარი გახსენდება.ხმაც მსგავსი აქვს,მოგუდული ქარის ხმა.კეისი საერთოდ გიტარაზე ძველი აქვს.რაღაც ოკეანის ქაფის ფერი.წითლად აქვს მიჯღაბნილი ეს მანქანა შავებს ათეთრებს.მაგრამ მაგის გათეთრებული არ მინახავს.ადამიანის პონტში თორე თმა რამდენიც გინდა....
ხოდა ეს ჩემი მეგობარი იყო ერთი გოგონა რომ მიკერა და სახლში აიყვანა გასაიმსქნელად,მაგრამ ბოლო მომენტში არა მინდა რაო,ეხლა წადი მოფსი და დაიძინეო და ასე გაწბილებულგამოსლევებული დაუტოვებია ლოგინზე მიჯაჭვული..ეს მერე დიდობაში იყო.ყმაწვილობაში.მანამდე დიდი ბავშვობა იყო,მინდვრებზე სირბილები და ათასი სისულელე.
ბოლსო დაიკარგა,კარვით მიდიოდა იერუსალიმში,სადღაც სირიაში უნახავთ ბოლოს,გიტარა გადაკიდებული ხუჭუჭა ჯეილი მისეირნობდა ცხენზე ამხედრებულიო
No comments:
Post a Comment