Monday, July 11, 2011

წყენისა,დარდისა და სევდისა day four (დაკარგვისა)

ნავთის რიგებმა მოიცვა თბილისი,დაინგრა და განადგურდა,სიბნელემ სინათლე შეცვალა,სიცივემ სითბო.თვალებში შიში ჩადგა,როგორც დედის მკერდში რძე დგება.93 წელი იყო,გიორგი მთაწმინდელსი ხსენების დღე,თუ არ ვვდები და სადღაც შუადღის 2 საათი.ერთი სუსტი ბავშვი ლამობდა ქვეყანას გამოსვლას.ლამობდა რა მეანი ცდილობდა,დედის მუელს მოეშორებინა,თორე თვითონ არ ეხამუშებოდა ეს ამბავი,რომ უნდა დაბადებულიყო იქ სადაც,თავს უცხოთ აგრძნობინებდნენ და დაიწყებდა ყოველთვის რაღაცის გაკეთებას და შემდეგ გაქცევას.ეს იმთავითვე იცოდა,რაც პირველი მოძრაობა გააკეთა,პირველი ჟეშტი,დედის მუცელში,რაც შუა თითის აწევა იყო.ეს დაანახა მომავალ საცხოვრებელ ადგილს.ადგილს სადაც არ დაედგომებოდა მისი ქარიანი აზრების გამო.
ხოდა დაიბადა,გაბარიტები თვითონ აღარ ახსოვდა და მე რას დავწერ აქ??ხოდა გამოვიდა თუ არა,ისეთ უჟმურ ხასიათზე იდგა,ტირილით თავი არ შეუწუხებია და მოხვდა კდიევაც ფუმფულა დუნდულაზე ერთი-ორი. სახლში ერთი კვირის მისულიც არ იყო,სიცხე შეეტენა,40 გრადუსამდე და მაშინ გადაუტრიალდა თავში.მოიხმო აზრებნი ბნელნი და უკდიეგანონი,აზრები ნათელნი მხეცურნი და მაცდურნი.ადიგა ფეხი და მის მერე სულ გაქცევას ლამობს.ის კიარა 1 წელი და 3 თვე, რომ შეუსრულდა,განგებამ ძმა არგუნა,სამშობიაროთან სადაც ის გამოვიდა დღის სინათლეზე,მანქანაში მარტო დატოვეს.პირველი მაშტაბური გაქცევა აქ მოხდა.მანქანა დააგორა მაგრამ,ვაგლახ რომ,უშედეგოდ,მშობელმა მამამ მოუსწრო.
მერე რომ,გაიზარდა შეიქმნა ნახევარ ანგელოზი.ესეც საკმაოდ ბურუსიანი ამბავია.ზოგნი იძახიან ეშმაკს მიჰყიდაო სულიო.აბა ნახევარ ანგელოზი როგორ შეიქმნები თუ ეშმაკს კანტრაქტი გაუფორმე?სიმართლე თვითონ იცის მხოლოდ და ისიც სოფოს დაუტოვა,უკანასკნელ მოგზაურობაში წასვლის წინ,ორი დღით ადრე.და დაუბარა არ გახსნა სანამ შორს არ ვიქნებიო.მისთვის სიშორე კიდევ,ვგონებ არ არსებობდა.არ არსებობდა ფიქრთა გამო.ხოდა გამოხდა კაი ხანი წელბი ბევრნი ძალიან.იმოგზარუა ყველგან.დაიტოვა ერთი ალაგი სადაც განმარტოება ეწადა.რომელიღაც სამეფოს,ერთი მცირე კუთხე.სამეფოსი სადაც, არც კი იცოდნენ რომ ზღვა ჰქონდათ, სანამ იქ არ ჩავიდა.გამოჩნდა იქ მარიანა,ადგილობრივი მეთუნუხჩეს და.ადამიანი რომელთანაც ერთად დალია მრავალი წელი.წლები რომლებშიც ის უკვე,თავის მხარეში მკვდარი ეგონათ.აქ დარჩა და იფიქრა იმდენი რამდენიც არასდროს უფიქრიათ გერმანელ დრუიდებთაგან არც ერთს.

* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * **
რაი დატოვა სახლსა შინა ნახევარანგელოზმა საბამ
ხოდა ჩემო სოფო.აქამდე მომევდი,მოვედი სავსე,წყენით,ფიქრებით და სევდით,ვაშენებდი და მივდიოდი,ვაკეთებდი კარგებს და ცუდებს,მერე ვტოვებდი.ვაბედნიერებდი და ამდენითვე ვთრგუნავდი ანთებულ გულებს.მახსოვს როგორ მოხვედი აქ და როგორ დარჩი.საერთოდ ყველაფეირმ ახსოვს და მენატრება მხოლოდ საბურთალოს აივნებზე გადმოკიდებული,რაღაცნაირად დაღილი ბებიები.მეტი არც აღარაფერი,დარჩა აქ მოსანატრებელი.და არც დარჩება.ეხლა კიდე ვალაგებ ბარგს უკანასკნელი მოგზაურობისთვის რომელსაც დაარქმევენ ალბათ მავანნი სინდბადის უკანასკნელ მოგზაურობას სავსეს ფიქრებით, გახსენებებით და საიმპერიო ზაკუსკეულით.არც ვიტყვი სად წავალ.ის ვიცი აღარ მოვალ.იცხოვრე აქ სანამდის გული გაგიძებს,მერე რაღაც ინქება,რაღაც ყოველთვის ხდება.მინდა გითხრა როგორ ვიქეც ნახევარ ანგელოზად.ეს ყველაე მარტივი იყო.მე გული დავთმე ერთგან და შემდეგ აჩრდილად ვიქეცი,აჩრდილობისას კიდევ ფიდელ კასტროს შევხვდი და ვიქეც მერე ნახევარ ანგელოზად რანაირად მეც არ ვიცი.ეს ვყელაფერი კი სისულელეა მაგრამ ამლევე უდნად ამემთავრებინა რადგან,არაც ნერვი მყოფნიდა და აღარც დრო.დრო რომელსაც არასდროს ვთვლიდი რამეთ.მაგრამ ჩემი მეგობარი როდესაც წავიდა მოსუავლეთს,მაშინ გავაცნობიერე დროის სიმხეცე.ხოდამ სოფი რო აღარ გავაგრძელო იცხოვრე და იყავ რაც ხარ,ყოველთვის ჯობდით ეს ქართველი გოგოები სხვებს.იყავით უბრალონი და ისენი რაც იყავით,არ ცდილობდით ყოფილიყავით ისენნი, რაც არ იყავით.არ ქმნიდით არარსებულებს.მთავარია ბოლო არ დაინახო,თორემ სხვა მხრივ ყველაფერი კარგათ არის.
დაიწერა 1793 წელს.

No comments:

Post a Comment