Sunday, July 10, 2011

წყენისა,დარდისა და სევდისა day three (sopo's part)

დერეფანი დაგვიხვდა გრძელი და დაუსრულებელი.კარებნი ჰგავდნენ ერთმანეთს.ზუსტად ერთნაირები იყვნენ.ამ მეფეს მოსწონებია ოდესღაც,ყმაწვილკაცობაში კაიროს კარების ოსტატთა ნახელავნი და 33 ერთნაირი კარები დაუკვეთია და გამოუყენებიათ მაროკოს გზაზე და დაუკიდია, ამ თავის სასახლეში.ხოდა ჩვენ რას გავარჩევდით ამდენ კარს? დავიწყეთ შემტვრევა თითოეულის.თან ამ მეფეს უხმარია ჭკვაი და ცარიელი იყო უმეტესობა.ხოდა ამ მტვრევა-მტვრევაში ქე გაუღვიძიათ ჯამაათს და გაუყვანიათ ვისაც ვეძებდით და ცრუ ასული დატოვეს.ბოლსო შევედით ოთახში.წევს ლოგინზე სახელად ... და ძინავს.მივვარდით ვცდილობთ მუთაქაში ჩავტენოთ და წავასხათ ფანჯრიდან ქვემოთ სადაც ჩვენი მოკუზული ჯიპი იცდიდა...ეს ჯიპიც საოცარი ცხოველია,მანქანა არ არის აქლემია,ჯიპი ქვია თან მოკუზულია.ამ ჩემ მეგობარს თრიაქზე ყავს გაზრდილი,თანაც მარგალურ თრიაქზე.ხოდამ მივაცვივდით თქო,და შედგა ნახევარმოჩვენება და უყურებს და თვალებით მეუბნბეა,ეს ის არ არის ო!ჩვენ თვალებით ვლაპარაკობთ.სიტყვები ზედმეტად ბრტყელია მთების გასავლელად.

მეუბნება ეხლა ეს ის არ არის,იმას სწორი თმა აქ ამას კიდე ჩემი ძაღლივით ხუჭუჭები აქვსო! ვუყურებთ ეხლა და ვფიქრობთ რა ჩავიდინოთ. გამოეღვიძა და შემოგვხედა მკვდარი კატის თვალებით და გვაგრძობინა,რომ თვითონაც წამოვიდოდა და მოშორდებოდა ამ აჩრდილურ ცხოვრებას.ეხლა რას მეუბნება ეს ჩემი მეგობარი.წავიღოთო,და შენი იყოსო,იქნებ რამე გამოვიდესო.წაიყვანე თბილისში და იქნება რამეო.მე კიდე ვეუბნები,არა ეგ საქმე საჩემო თქო.

ამ ლაპარკში ვიყავით კარი,რო ჩამოიღეს და გვიღრიალეს,თქვე ურჯულოებო რას სჩადით წმინდა ალაგსო?! ჩვენც შევუკურთხეთ მოვკიდეთ ამ გოგოს ხელი და გადავაგდეთ ფანჯრიდან და გადავყევით.ამ საცოდავს თავი დაურტყამს ჯიპის კუზზე და მას შემდეგ სათვალეს ხმარობს.ხოდა ჩვენ მოვასხედით ჯიპის და გადავფრინდით გემისკენ.

შევაგდეთ გემზე რითაც უნდა წამოვსულიყავი მე.ვილაპრაკეთ ათასნი,ბოლოს თქვა ჩემი არ ყოფილა ქალების გამოტაცება და ისევ ტყვეებს მივადგებიო.და მასე დავშორდით ერთმანეთშ,მრავალი წლით.ამ ნახვამდე 3 წლის წინათ ვნახე,მანამდე 10 და მანამდე კდიევ ბევრი წლის წინ.

რა,უნდა ქნა, როცა მუთაქაში გოგოც გიძვრება და გთხოვს წამიყვანეო?გზაში ყვებოდა თავისებს,ქარიან ამბებს,ზღვიდან მონაბერებს.მამა ჰყოლია ოღრაში და დიდი უჟმური ვინმე.ძმაც არა ნაკლები,გნათქმული კამათელში და ბებუთის უაზრო ტრიალში.რის გამოც ყური ეკლდა და ნახევართავას უხმობდნენ.ხოდა ამ ორ ბედოვლათს უმოყმია ეს გოგონა სახელ სოფია.ხოდა ამ ყმობის პერიოდში,გამხდარა როგორც ჯოხიანი ნაყინი დნება ხოლმე ჭიქაში ჩაგდებისას.გამხდარა,გაზრდილა გაუშვია ლამაზის პონტი.ჰიდამ ნდომებია სახლიდან წასვლა,სადმე შორს,ნდომებია მიეცა თავი თავგასასავლებისთვის.ამათ კიდევ,გამოუკეტიათ სახლში,და ბოლოს წაუყვანიათ გასათხოვებლათ.მაგრამ გზაში გმაოქცეოდათ და აქ მოსულიყო ათასი ფათერაკის შემდეგ.დამდგარა სეფექალის პონტ რაღაცათ.

მოკლედ ისე მოხდა,რომ თბილისამდე მშვიდად ვიცურ-ვიფქრინეთ და გადაწყდა ჩემთან დარჩებოდა.ისე დროებით და მერე წავიდოდა სამხრეთში.

* * * * * * * *

ნამატნი:

დაწერილ იქნა 1792 წელს,სამი წლით ადრე სანამ აღა-მაჰმად-ხანი შემოესეოდა თბილისს.დაწერილ და შეგროვილ იქნა სოფოს მიერ,რომელიც დარჩა საბას გვერდით მის დაკარვის შემდეგაც და განაგებდა მის სახლს,რომელიც მიუსაფარდა თავშესაფრად გადაკეთდა.


No comments:

Post a Comment