Saturday, June 20, 2009

როგორ ამოვიცნოთ რომ გვატყუებენ?


ახალი არაფერია იმაში, რომ ტყუილი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, მაგრამ ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ საშუალო სტატისტიკურ ადამიანს დღეში თურმე 200-ჯერ ატყუბენ. ხშირად ეს ე.წ. `უვნებელი ტყუილებია”, მაგალითად კომპლიმენტები. თუკი ვინმე გეუბნებათ რომ კარგად გამოიყურებით, არ ღირს იმის გარკვევა, ეს ადამიანი გატყუებთ თუ არა. მაგრამ არის სიტუაციები, როდესაც სიმართლის ცოდნა უბრალოდ აუცილებელია. მაგალითად, სამსახურში თანამშრომლების აყვანის დროს თქვენ ზუსტად უნდა იცოდეთ თქვენი პოტენციური კადრის კვალიფიკაცია და შესაძლებლობები. იმ ტიპის `ეშმაკობები” როგორიცაა დამსაქმებელთან თავის მოწონება CV-ში ჩაწერილი ათასგვარი რეგალიებით, თბილისში ახალ მოვლენას არ წარმოადგენს, თუმცა მსგავსი პრაქტიკა თურმე კარგად აპრობირებულია ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც. მაგალითად, შარშან ერთ-ერთმა ამერიკულმა კომპანიამ 3 800 რეზიუმე (CV) შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ მათგან ნახევარზე მეტი ფიქტიურ მონაცემებს შეიცავდა. 

როგორ გავარკვიოთ გვატყუებენ თუ არა? დაივიწყეთ ყველა ის სტერეოტიპი რომლითაც აქამდე მატყუარას საქციელს აფასებდით, ისეთი მაჩვენებლები როგორებიცაა თვალებში არ შემოხედვა, და ოპონენტის ნერვული მდგომარეობა, არასანდოა. მეცნიერები რამდენიმე ახალ, გაცილებით საინტერესო რჩევას გვთავაზობენ. 

1. ადამიანს, რომელზეც ეჭვი გაქვთ რომ გატყუებთ, მოულოდნელად დაუსვით კითხვა და ყურადღება მიაქციეთ ჩქარა გპასუხობთ თუ არა. რაც უფრო დიდ დროს მოანდომებს პასუხის გაცემას, მით უფრო დიდი შანსია, რომ გატყუებთ.

2. ისეთი გაფრთხილებისას, როგორიცაა მაგალითად `თუ თქვენ ტყუიხართ, სამსახურიდან დაგითხოვენ~ მეტი ემოცია გამოხატეთ. ასეთ დროს მატყუარები უფრო მარტივად ნებდებიან.

3. ისეთი კითხვა დასვით, რომელიც მოკლე პასუხს `კი” ან `არა”-ს ითხოვს და ეს კითხვა მანამდე გაიმეორეთ, ვიდრე პასუხს არ მიიღებთ. მატყუარები მოკლე პასუხებს თავს არიდებენ, თავის დაზღვევის მიზნით ისინი გაურკვეველ პასუხებს იძლევიან. 

4. ყურადღება მიაქციეთ ჟესტიკულაციას. მოსატყუებლად საჭირო ფიქრის პროცესი დიდ ენერგიას ითხოვს, ამ დროს დამატებითი ენერგიის მობილიზება სხეულის სხვა ნაწილებიდან ხდება. ასე, რომ გავრცელებული აზრი, თითქოს მატყუარები აქტიურ ჟესტიკულაციას მიმართავდნენ, მცდარია. პირიქით, ისინი გაცილებით ნაკლებად იყენებენ ჟესტიკულაციას, ვიდრე არამატყუარები.

5. შეადარეთ ადამიანის რეაქცია მის ქმედებებს ჩვეულებრივ სიტუაციაში. მიღებული სხვაობა მატყუარას აუცლებლად გასცემს.

vigaceebi

Cardinall Janette





Friday, June 12, 2009

juda's death



Early in the morning, all the chief priests and the elders of the people came to the decision to put Jesus to death. They bound him, led him away and handed him over to Pilate, the governor.

When Judas, who had betrayed him, saw that Jesus was condemned, he was seized with remorse and returned the thirty silver coins to the chief priests and the elders. "I have sinned," he said, "for I have betrayed innocent blood."

"What is that to us?" they replied. "That's your responsibility."

So Judas threw the money into the temple and left. Then he went away and hanged himself.

The chief priests picked up the coins and said, "It is against the law to put this into the treasury, since it is blood money." So they decided to use the money to buy the potter's field as a burial place for foreigners. That is why it has been called the Field of Blood to this day. Then what was spoken by Jeremiah the prophet was fulfilled: "They took the thirty silver coins, the price set on him by the people of Israel, and they used them to buy the potter's field, as the Lord commanded me." 


Acts 1:18-19 

(With the reward he got for his wickedness, Judas bought a field; there he fell headlong, his body burst open and all his intestines spilled out. Everyone in Jerusalem heard about this, so they called that field in their language Akeldama, that is, Field of Blood.) 


Zechariah 11:12-13 

I told them, "If you think it best, give me my pay; but if not, keep it." So they paid me thirty pieces of silver. 

And the LORD said to me, "Throw it to the potter" - the handsome price at which they priced me! So I took the thirty pieces of silver and threw them into the house of the LORD to the potter.

Thursday, June 11, 2009

Lestat kitty




Kitty & LesTTat

LoVe


daiwyo axali rubrika love storys da davdeb wyvilebis suratebs 

Jeffree


name: jeffree (nu vajishvilobis saxeli giorgi) 
age: 16
fav music genre: emocore, classic 
fav band: blessthefall , craig mabbit
he is dreaming: to be remembered as a person who always smiled

Monday, June 8, 2009

Ani the DyaZzZ





name:Ani
 
age:16

fav music genre: gothic symphonic metal

fav artist/band: cradle of filth, hypocrisy, haggard,otto dix, within temptation…

she is dreaming: go far away from georgia 

Sunday, June 7, 2009

Poltukebi


პოლტერგეისტი გერმანული სიტყვაა ("geist" - სულს,ხოლო "polter" - ხმაურს ნიშნავს).
ჯერ კიდევ 356 წელს დღევანდელი გერმანიის ტერიტორიაზე დაფიქსირდა პოლტერგეისტთან დაკავშირებული შემთხვევა.როგორც უცნობი მემატიანე გვატყობინებს, მაშინ ქალაქის ქუჩებში "ქვები საკუთარი სურვილით "დაფრინავდნენ".მას შემდეგ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა ეპოქის ადამიანები მსგავსი მოვლენების მომსწრენი ხშირად არიან.
აი,რამდენიმე მაგალითი პოლტერგეისტის "ცხოვრებიდან".


ამბავი 1
სიცილიის პატარა ქალაქი კანუტო დი კორონია პოლტერგეისტის საყვარელ ადგილად იქცა.2004 წლის დასაწყისში (ექვსი-შვიდი კვირის მანძილზე) დაფიქსირდა რამდენიმე ათეული შემთხვევა,როცა სახლებში ავეჯმა და ელექტროსაყოფაცხოვრებო ნივთებმა - ტელევიზორიდან დაწყებული ელექტროღუმელით დამთავრებული - დაიწყეს გადაადგილება.ადგილობრივ მოსახლეობაში დაირხა ხმა,რომ დადგა დემონური ძალების აღზევების ხანა,რომლებმაც,რატომღაც ბრძოლის ველად ეს პატარა ქალაქი აირჩიეს. ზოგიერთ შემთხვევაში ნვთებს ცეცხლი ეკიდებოდა და პოლიცია იძულებული გახდა ასეთი ადგილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოეხდინა."პანიკა მთელ ქალაქს მოედო,-ამბობს ქალაქ კანუტო დი კარონიას მერიის წარმომადგენელი სალვადორ მეცოპანე.ჩვენ ვცდილობდით ცეცხლის დაჩენის მიზეზის დადგენას,მაგრამ ვერ მოვახერხეთ.ქალაქის მასშტაბით გამოვრთეთ ელექტროდენი,მაგრამ ელექტროკაბელების აალება ამით არ შეჩერებულა.ექსპერტები ჯერჯერობით ვერ ხსნიან მომხდარ ფაქტს".ამ მოვლენაზე სხვებზე მეტი დარწმუნებით საუბრობს კათოლიკე მღვდელი,ეგზარცისტი გაბრიელ ამორი,რომელიც ირწმუნება,რომ ადრეც არაერთხელ ყოფილა მსგავსი მოვლენის მომსწრე.ეკლესიის მსახურთა აზრით,პოლტერგეისტი ეშმაკის ძალის არსებობაზე მიუთითებს და ჯადოქრობით გამოწვეული ერთ-ერთი ჩვეულებრივი მოვლენაა.


ამბავი 2
უცნობი მოგზაური თავის წიგნში "მოგზაურობა აღმოსავლურ სამყაროში" ინდოეთში გატარებულ წლებზე მოგვითხრობს.მოგზაური გააოგნა ასეთი მოვლენის სიმრავლემ.ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრი მოგვითხრობს:"მეზობლები ამბობდნენ,რომ ჩვენს სახლში ავი სული ბინადრობდა.ვიღაც უხილავი კაბაზე მექაჩებოდა,ქმარს კი აგურს ურტყამდა თავში.სახლში ღამღამობით ბავშვის ტირილი ისმოდა.დაძინებას ვერ ვახერხებდით... უჩინმაჩინი კედლებზე დაკიდებულ სურათებს და ჩამონგრეული კედლის ნახატებს იატაკზე ყრიდა...ყველაფერი მაშინ დაიწყო,როცა მუშებმა ჩემი ეზო გადათხარეს (ეზოში ახალი მილები უნდა გაეყვანათ).ერთ-ერთმა მუშამ,იქვე,შორიახლოს ძვლები იპოვა.ინდური წეს-ჩვეულების თაახმად,ძვლები მდინარეში გადაყარეს.მაგრამ რამდენიმე პატარა ძვალი იქვე დარჩა".ოჯახის პატრონებმა ეგზარცისტი მოიწვიეს.იგი ვიღაცას ემუქრებოდა და გაუგებრად ლაპარაკობდა (ალბათ,პოლტერგეიტს ესაუბრებოდა).ბოლოს დიასახლის მიმართა - "თუ გინდათ "ის" თავიდან მოიშოროთ,მაშინ შეკერეთ თოჯინა.მის წასაღებად პატარა ინდოელი გოგონა (რომლის სხეულის ძვლებიც იქნა ნაპოვნი) მოვა და თქვენც დაისვენებთ".ეგზორცისტის თქმით,არხის გათხრის დროს,ძვლები გაიფანტა )სადაც ადრე გოგონას საფლავი იყო),მის თოჯინას კი მიწა გადაეყარა.სწორედ ამან განაპირობა პატარა გოგონას სულის აფორიაქება.მას თამაში სურდა.დიასახლისმა თოჯინა შეკერა,რომელმაც მალე დაიწყო "მის" ხელში "ხტუნაობა".იმავე დღეს "ცელქი" სული (და მასთან ერთად თოჯინაც) სამუდამოდ გაქრა.სახლში სიმშვიდემ დაისადგურა.


ამბავი 3
უკრაინის ერთ-ერთ ოლქში "სასახლის პატრონები დამზადებულ სადილს მაგიდაზე დატოვებენ.როცა სადილობას გადაწყვეტენ,აღმოჩნდება,რომ წვნიანი კერძი ათასი სისაძაგლითაა სავსე...ძროხებს თავზე სასაცილო გვირგვინები ადგათ,თავლაში გაქაფული ცხენები ბორგავენ...სახლის პატრონები უხუცეს წევრს მოიწვევენ.მოხუცი სახლში რაღაცას ძებნას დაუწყებს და მალე სხვენში ორ თოჯინას მიაგნებს.როგორხ კი თოჯინებს დაწვავენ,სახლში სიმშვიდე დაისადგურებს (ალბათ,ამ შემთხვევაშიც პოლტერგეისტი "ცელქი გოგონას" სული იყო)".


ამბავი 4
1848 წლის დასაწყისში მისტერ უიკმენმა სოფელ ჰაიდსვილში (ნიუ-იორკის შტატი) საკუთარი სახლი გაყიდა და "წყეული" ადგილი სასწრაფოდ დატოვა.სახლის ახალი მფლობელი ფოქსების ოჯახი გახდა - ქმარი,ცოლი და ორი ქალიშვილი - 14 წლის მარგარეტი და 12 წლის კეტრინი...1848 წლის 31 მარტს მარგარეტს საკუთარი საწოლის უცნაური მოძრაობა გამოაღვიძებს.შეშინებული გოგონა დასაც გააღვიძებს.ღამის განმავლობაში საიდუმლოებით მოცული მოვლენა რამდენჯერმე განმეორდება.საძინებელ ოთახში დროდადრო ბრახუნი ისმის,თითქოს იატაკზე მძიმე საგანი ვარდება.უცნაური ხმები გოგონებს ძილის საშუალებას არ აძლევთ და რამდენიმე უძილო ღამის შედეგ,მშობლები მათ საკუთარ საძინებელში გადაიყვანენ.გავა რამდენიმე დღე...სახლში სიმშვიდე დაისადგურებს,თუმცა..ერთ გვიან ღამეს,ფოქსებს უცნაური ხმა გამოაღვიძებს,თითქოს ვიღაცამ ტაში შემოკრა.იმავე წუთს კეტრინმა (რომელმაც მშობლების გარემოცვაში უსაფრთხოდ იგრძნო თავი) დაიყვირებს:"აბა რქიანო დ კუდიანო,გაიმეორე ის,რასაც მე გავაკეთებ" და სამჯერ შემოკრა ტაში.პასუხად იგივე განმეორდა.ნუთუ მათ სახლში ეშმაკი ბუდობს?დის საქციელით გათამამებულმა მარგარეტმა "მას" გაუბედავად მიმართა:"ახლა ის გააკეთე,რასაც მე ვაკეთებ" და მაგიდაზე ხელით ოთხჯერ დააკაკუნა.პასუხად მაგიდა ჰაერში აიწია და უკან დაბრუნებისას ოთხი დაკაკუნება გაისმა.მისტერ და მისის ფოქსი გონს მოეგო,"ექსპერიმენტში"მონაწილეობის მიღება ისურვა და უხილავ ძალას შვილების ასაკზე მინიშნება სთხოვა.პასუხად,კარზე ჯერ 14-ჯერ...შემდეგ 12-ჯერ და პატარა პაუზის შემდეგ 3-ჯერ (ამ ასაკის ფოქსების ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ვაჟი იყო) დააკაკუნეს...
გადიოდა დრო...ნელ-ნელა ოჯახი შეეგუა უცნაურ მოვლენას.გოგონებმა სპეციალური ანბანი (რომელიც მორზეს ანბანს ჩამოგავდა) შექმნეს,სადაც თითოეული ასო ბრახუნის თუ ტაშის შემოკვრის გარკვეულ რაოდენობას შეესაბამებოდა.გამოგონების წყალობით "ხმაურიანმა სულმა" ფოქსებს ამცნო,რომ იგი ამ სახლში მოკლული მეზღვაურის,ჩარლზის სული იყო - "მე ყელი გამომჭრეს,ხოლო ჩემი გვამი ამ სახლის სარდაფში ჩამარხეს". ფოქსები პოლიციას დაუკავშირდნენ.მეორე დღეს,პოლიციის ინსპექტორმა მრავალი მოწმის თანხმლებით სახლის სარდაფში ჩამარხულ ჩონჩხს მიაგნო...


ამბავი 5
უცნობი მემატიანეს ჩანაწერი:"ქალაქი კალასი.1608 წლის გაზაფხული. ...ქვა მსახურს მხარზე დაეცა,მაგიდაზე დადგმული ჭურჭელი იატაკზე დაიფშვნა.ქალაქის ქუჩებში კრამიტების "წვიმა" წამოვიდა... თითქოს უცნაური არაფერია... მიზეზი,ალბათ,მიწისძვრა იყო. და რადგან ჩვენი საუკუნისთვის (შუასაუკუნეები იგულისხმება) "ეშმაკის ძიების" პროცესი აქტუალურ "გასართობს წარმოადგენს,ამიტომაც მომხდარი პოლტერგეისტს დაუკავშირეს"...


* * *
დღესდღეობით სხვადასხვა დარგის მეცნიერები ცდილობენ პოლტერგეისტის მოვლენის ფხიზელი თვალით შეფასებას და მოვლენის სამეცნიერო კუთხით ახსნას.თუმცა,აზრთა სხვადასხვაობა ჯერ კიდევ ვერ იძლევა ერთიანი აზრის ჩამოყალიბების საშუალებას. ფსიქიატრები ამ მოვლენას სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანების ჰალუცინაციებს მიაწერენ. ეგზორცისტებს სჯერათ,რომ საქმე ეშმაკისეულ "გზავნილებთან" აქვთ,შუა საუკუნეების ისტორიკოსები ე.წ.პოლტერგეისტს იმ პერიოდის "საზოგადოებრივ უმეცრებასთან" აიგივებდნენ.სკეპტიკოსებს არცერთი ვერსია არ აკმაყოფილებთ,ფაქტები კი ფაქტებად "დარჩენას" ამჯობინებენ...პოლტერგეიტი ბობოქრობს და დედამიწის მოსახლეობას შიშის ზარს სცემს..

vocal


ეს ალბათ ერთად ერთი მუსიკალური ჟანრია სადაც შეგიძლია მთელი ხმით იღრიალო და ამაზე ტაშს ან თავს დაგიკრავენ 
ზოგადად როკ/მეტალ ვოკალი შეიძლება დავყოთ 3 ძირითად ნაწილად ესენია: 


სუფთა ვოკალი (clean) 
გროულინგი (growling) 
სკრიმინგი (screaming) 

Clean 
ამ სახის ვოკალს ძირითადად იყენებენ ჯგუფები მელოდიური, ლირიული, მელანქოლიური სტილის მუსიკითა და ტექსტით, ძირითადად კლასიკური როკ მუსიკის შემსრულებლები, პროგრესივ მეტალ ჯგუფები, ნაწილობრივ გრანჟი, ასევე ბრიტპოპი, ინდუსტრიალი, ინდი, გოთიკ როკი/მეტალი, ჰევი მეტალი, ფაუერ და პანკ როკ ჯგუფები. 
გამორჩეულ ქლინ ვოკალისტებად შეგვიძლია დავასახელოთ Bruce Dickinson (Iron Maiden), Klaus Meine (Scorpions), Rob Halford (Judas Priest) და ბევრი სხვა. 

ხშირად ჯგუფები იყენებენ როგორც ქლინ ვოკალს ასევე სხვა ექსტრემალურ ვოკალ ნაირსახეობებსაც, ძალიან ბევრი თანამედროვე მეტალ (ნაწილობრივ როკ) ჯგუფები წარმატებით ახერხებენ სხვადასხვა ვოკალის სინთეზს, მაგალითად შეიძლება დავასახელოთ ჯგუფები In Flames, Dark Tranquillity, Soilwork და სხვა. 

Growling 
ამ სტილის ვოკალს იყენებენ ისეთ ექსტრემალურ მეტალ ჟანრებში როგორიცაა დესი, ბლექი, თრეში, დუმი, გრაინდი. 
პირველად გროულინგი გამოიყენა ჯგუფმა Hellhammer 1984 წელს, წარმომიდგენია იმ დროისთვის რა შოკი იქნებოდა მსგავსი ვოკალის მოსმენა, ამის შემდეგ იგივე ხერხს მიმართეს ჯგუფებმა Possessed Seven Churches (1985), Death Scream Bloody Gore (1987) და Necrophagia Season of the Dead (1987). 
ასევე გავრცელებულია გროულინგი ქალის შესრულებით. ხშირად ისეთ ჟანრებში როგორიცაა დუმ მეტალი, დარქ მეტალი ან გოთიკ მეტალი გამოიყენებენ როგორც ქლინს ასევე გროულს, ძირითადად ქალის ქლინ ვოკალს ადებენ მამაკაცის მძიმე გროულინგს, ასევე ხშირია გროულინგისა და სკრიმინგის სინთეზი. 

ეს ვოკალი ექსტრემალურად არა მარტო ჟღერადობის გამო მიიჩნევა, ფაქტიურად შემსრულებელი ასეთი ვოკალით ძალიან დიდი რისკის ქვეშ აყენებს საკუთარ ჯანმრთელობას, მათ ხშირად აწუხებთ ტკივილები მუცლის არეში, ყელის ტკივილი, ხმის იოგების დაზიანება. შესაბამისად ბევრი შემსრულებელი დროთა განმავლობაში კარგავს გროულინგით შესრულების უნარს, მაგალითად ჯგუფ კატატონიას ვოკალისტმა იონას რენკსემ და კარგა გროულით სიმღერის უნარი, შეგნებულად უარი თქვა გროულზე დენ სვანომ რათა არ დაეკარგა ხმა. 
თუმცა ეს ყველაფერი მაინც პირობითია, უამრავი შემსრულებელია გროულ ვოკალით რომელიც არ უჩივის ასეთ პრობლემებს, მთავარია სწორი სუნთქვა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა. 

გროულის ყველაზე ექსტრემალურ განაყოფად ითვლება ეგრედწოდებული Guttural ვოკალი, ანუ მუცლის ვოკალი, ასეთი სტილის ვოკალს იყენებენ, გრაინდ, დესკორ და ბრუტალ დეს მეტალ ჯგუფები. ასეთი ვოკალით ტექსტის გამოთქმა კატასტროფულად ძნელია, შესაბამისად ჯგუფები ძირითადად მხოლოდ ემოციებს გამოხატავენ მსგავსი ხერხით. 
პირველად ასეთი ვოკალი გამოიყენა ფინურმა ჯგუფმა Demilich შემდეგ კი მათ მიბაძეს ისეთმა ჯგუფებმა როგორიცაა: Despised Icon, Devourment, Prostitute Disfigurement, Dying Fetus, Internal Suffering, Mental Demise. 

Screaming 
ასეთი ტიპის ვოკალს გამოიყენებენ ჟანრებში : ბლექი, დესი, დესკორი, მეტალკორი, ჰარდკორი, ემოკორი, სკრიმო. 
მარტივად რომ ავხსნა ეს არის კივილი. პირველად იკივლა ჯგუფმა Bathory 1984 წელს, ანუ გროული და სკრიმინგი ერთ წელს დაიბადნენ . 
ასეთი ვოკალით მღერიან ქალებიც, მაგალითად ისეთი ჯგუფის ვოკალისტები როგორიცაა: Arch Enemy, Opera IX/Cadaveria, Astarte, Wykked Wytch, Lucifugum და სხვა. 
ამ სტილს თავისი ფავორიტებიც ყავს, მაგალითად Dani Filth ჯგუფ Cradle of Filth ის ვოკალისტი რომელსაც ძალიან მაღალი დიაპაზონის უნიკალური სკრიმინგი აქვს. ასევე გამოირჩევა ჯგუფ Otep ის ლიდერი შამაია. 

სკრიმინგის განხრები: 

Grim–გროულთან ძალიან ახლოს დგას, ეს უფრო ჩუმი, ჩახლეჩილი ხმით ყვირილს გავს, გამოიყენებენ ბლექ, დარქ მეტალ ჯგუფები როგორიცაა Satyricon, Rotting Christ, Gloomy Grim. უფრო მაღალი დიაპაზონის გრიმით მღერიან ჯგუფები: Immortal, Carpathian Forest და Mayhem. 

Schrei–ერთ–ერთი ყველაზე ექსტრემალური ვოკალი, გავს მგლის ყმუილს, ასეთ ვოკალს იყენებდა ვარგ ვიკერნესი, ასევე ასეთ ვოკალს იყენებენ ძირითადად დეპრესიული ბლექ ჯგუფები Forgotten Woods, Xasthur, Nocturnal Depression, Shining, Silencer, Nyktalgia, Sterbend. 

სკრიმი–ჰარდკორ ვოკალისა და გროულის სინთეზი, გამოიყენებენ მეტალკორ, ნაწილობრივ დესკორ და ემოკორ ჯგუფები: Lamb of God, Caliban, Maroon, Darkest Hour, All That Remains. 

Harsh–გამოიყენებენ ისეთ მიმდინარეობებში როგორიცაა მელოდიური დეს მეტალი, მოდერნ მეტალი Children of Bodom,In Flames,Sonic Syndicate.