Sunday, July 31, 2011

მინდა რომ...


მე,ერთი ნახევარანგელოზი ვარ,რომელიც უთავბოლოთ დაფრინავს და უაზროდ ეძებს დაკარგულ ნივთებს და აბრუნებს შეცდომებს უკან.მე ექსოფილი ვარ (© straw)

სადარბაზოსთან გელა სიგარეტს ეწეოდა და გამვლელ გოგონას ტრაკზე უყურებდა.ის უკვე გონებაში გაეშიშვლებინა და ბალნიან ტანს ალოკინებდა.ამ დროს ქალაქის მეორე ბოლოში სონია დეიდას მისი 21 წლის საყვარელი ხერხავდა ფანჯარასტან აყუდებულს და გომბეშოსავით ბღაოდა.მესამე ბოლოში ბავშვები სილაში თამაშობდნენ და სულ ყლეზე ეკიდათ თავიანთი მშობლები,რომლებიც მზესუმზირას უთავბოლოდ კვნეტდნენ და "დედიკო ეს არ აიღოს"- ძახილით ტვინი გაუთანგეს.მათ უნდოდათ,რომ ეთქვვათ: დე,ნუ შემეცი,დამანებე თავი და ნუ იფურთხები ბლინ!მაგრამ,ჯერ მხოლოდ 3-4 წლისანი იყვნენ და ამგვარი სიტყვები არ იცოდნენ.




აი ქალაქის მეოთხე ბოლოში მე ვიჯექი ტროტუარზე და ვაანალიზებდი,რომ მაგარ პროჭში ვიყავი შევარდნილი,მთელი ჩემი არსებით.და უკვე აღარ შემეძლო,სუნთქვა,წერა,მოწევა,სექსი,ჭამა,სმა,გინება,კბენა,ცემა,ხეხვა,ლეწვა,ცემინება,ხველება,
ფურთხება,ფხანვა,კუჭში გასვლა,რწყევა და ა.შ. ა.შ. ა.შ. მაგრამ შემეძლო ერთი რამ,ვმჯდარიყავი ტროტუარზე,ახლად გაცნობილ გოგოსთან ერთად.არა ეს გოგო კაი ვიღაც ჩანდა,2 ნომრით და მოწითალო თმით.მე დიდისამბით დავთანხმდი,მის წინდადაებას,დაკავებული ხომ არ არისო(ტროტუარზე ვზივარ).დაჯდა თუ არა მოაღო პირი და მოყვა და მოყვა.როგორი სევდიან-ფატალისტური ცხოვრება გააჩნდა და როგორ უნდოდა სიგარეტის მოწევა,მაგრამ ვაგლახ,რომ ვერ ეწეოდა.ისე საკმაოდ მიმზიდველია.მოწევა გინდა ვერ ეწევი.ქვეყნიდან წასვლაც გვინდაო,წამოაყენა მოწითალო სიგარეტის მაძებარმა.მინდა თბილ ქვეყნებში წავიდე და ნაზად ვიცხოვროო.რა იყო ეს ნაზად ცხოვრება წარმოდგენა არ მქონდა.ისე მოგზაურობისთვის არც არის საჭირო,ვიზა გქონდეს,თვითმფრინავში ჩაჯდე და გაფრინდე.მოზაურობა ხომ გონებითაც შეგიძლია,ურბალოდ წამოწვე ,და ფიქრები გაგაფრენენ სადღაც ისევ შორს და მოუსვლელში.ასე ვიცი ხოლმე სიბრძნეების დადება.რამდენი მინდა რომ,დაგროვდა.
ჟილ ვ ატენე ი სნოვა,ვტბილისი... მე მინდოდა,მეცხვორა ისე როგორც მინდოდა,ანუ სულ ფეხებზე მკიდებოდა,სკოლა.მაგრამ არ დამაცადეს.ისევ ჩემები ჩაერივნენ და მიმიყვანეს,ქალაქის ყველაზე ბოლო გარეუბნის,ყველაზე ბოლო სკოლაში,სადაც დერეფნებში შარდის სუნი იდგა და სადაც კედლებზე ყველანაირი სისულელე ეწერა,სადაც მასწავლებლები ქრთამისტი უაზრო ზომბები თუ იყვნენ ვიდრე მასწავლებლები.და ჩემი კლასელები არ გიანტერესებს?ბიჭები ფსევდო კაი ბიჭები..აი ისეთები 14 წლიდან სადარბაზოებშჳ რომ იცუცქებიან და ფურთხის გუბეებს აყენებენ.შავი ტანსაცმელი რომ აცვიათ.გაზინტლული თმით.რომ ვერ ხვდები,დაუბნალობისგან არის თუ უბრალოდ ზედმეტი სიდებილისგან.აი გოგოები კიდე საერთოდ ჩლუნგები იყვნენ.ამ ბიჭებზე მონადირენი.ზედმეტად სექსუალურად დახუთულები.მოზრდილ მკერდს ვეღარ იტევდა დეკოლტე.ეხლა რო ვფქირობ საბ.სკოლამ ვერაფერი ვერ მომცა ისეთი რასაც მე ვერ მივიღებდი.განათლებაზე ხმას არ ვიღებ... აი ასეთი ჰქონდა სკოლა წითელთავას სახელად...

ბოლოს,სამ-სამი ლუდი დავლიეთ და მინდორზე ვიწექით.საღამოს ცას ვუყურებდით.მაინც ვერ ვხვდებოდი, რა საჭირო ვიყავი აქ მე,რატომ მიყვებოდა ამდენ, სხვა დროს სისულელეს, მაგრამ ამ მომენტში ყველაზე ახლო მყოფ ამბებს.რატომ არ მივუახლოვდი უფრო ახლოს და რატომ არ გადავუსვი თავზე ხელი,რატომ არ ჩავჩურჩულე იცი რა სულ ყლეზე მკიდია შენი თავგადასავალი თქო.მაგრამ არ მოვიქეცი ისე როგორც სხვა დროს შემეძლო მოქცევა.არ მიმიგდია.რატომღაც ამ უცნობს გავუღიმე და მოვკიდე ხელი და სიტყვები ვთქვი რომლებმაც მთელი ცხოვრება დამიინფიცირა.[მოდი ერთად დავიკიდოთ]....
უბდალოდ მინდა რომ,მეძინოს,და მეღვიძებოდეს იმასთან ერთად.მე,ერთი ნახევარანგელოზი ვარ,რომელიც უთავბოლოთ დაფრინავს და უაზროდ ეძებს დაკარგულ ნივთებს და აბრუნებს შეცდომებს უკან და უკან.მე მთვრალი ვარ

Tuesday, July 12, 2011

წყენისა,დარდისა და სევდისა day fifth

ხოდა ცხელოდა როგორც,საჰარაში და საჰარაში მყოფნი იტყოდნენ ცხელა, როგორც ჯოჯოხეთშიო.კდიევ ერთი ამბავი იყო.სიდვიშესური.ასე ეძახის ერთი ჩემი მამრი მეგობარი კარგ ამბებს(არა მარტო).....ძალიან სიდვიშესური გმაოდის მოკლედ ეს ამინდი.მე კიდევ ერთი მეგობარი მყავს,ბლუზმენია..ქართველი რა.მაგარი თან.კაცი ყავს მოკლული მემფისში,ანუ მისისიპელი ბლუზმენია... ისე მე რო მკითხო ვერერეჩკელი ბლუზმენია.ხოდა გავიზარდეთ ერთად.მე სულით გაღმელი ვარ ის გამოღმელია.ბავშვობა ერთად გადავაგორეთ 7 წლამდე.მერე გამოღმა გამოვყევი დინებას და დავრჩი აქ.ვიქმენ ნახევარანგელოზად.მერე კიდე იშვიათად მოვხვდებოდი იმ სახლში,ბავშვობის სახლში.იზრდებოდა ეს ჩემი მეგობარი.აიღებდა გიტარას და სულ რაღაცნაირ ბლუზებს უკრავდა.ისეთია უძილო და მრავალნახადი არაყივით მწარე , რო აგატირებს და მერე რო გაგისწორებს.ოდნავ ხუჭუჭა მასტია და სულ გიტარით მოძრაობს.პაპისეული გიტარა აქვს,ანდერძით დარჩა.გიტარაა ძველისძველი მისისიპის ნაიპრებზე გაზრდილი ხისგან გაკეთებული,სიმები აქვს 72 მეძავის თმისგან დაწნული.გიტარაა რო შეხედავ ქარი გახსენდება.ხმაც მსგავსი აქვს,მოგუდული ქარის ხმა.კეისი საერთოდ გიტარაზე ძველი აქვს.რაღაც ოკეანის ქაფის ფერი.წითლად აქვს მიჯღაბნილი ეს მანქანა შავებს ათეთრებს.მაგრამ მაგის გათეთრებული არ მინახავს.ადამიანის პონტში თორე თმა რამდენიც გინდა....
ხოდა ეს ჩემი მეგობარი იყო ერთი გოგონა რომ მიკერა და სახლში აიყვანა გასაიმსქნელად,მაგრამ ბოლო მომენტში არა მინდა რაო,ეხლა წადი მოფსი და დაიძინეო და ასე გაწბილებულგამოსლევებული დაუტოვებია ლოგინზე მიჯაჭვული..ეს მერე დიდობაში იყო.ყმაწვილობაში.მანამდე დიდი ბავშვობა იყო,მინდვრებზე სირბილები და ათასი სისულელე.
ბოლსო დაიკარგა,კარვით მიდიოდა იერუსალიმში,სადღაც სირიაში უნახავთ ბოლოს,გიტარა გადაკიდებული ხუჭუჭა ჯეილი მისეირნობდა ცხენზე ამხედრებულიო

Monday, July 11, 2011

წყენისა,დარდისა და სევდისა day four (დაკარგვისა)

ნავთის რიგებმა მოიცვა თბილისი,დაინგრა და განადგურდა,სიბნელემ სინათლე შეცვალა,სიცივემ სითბო.თვალებში შიში ჩადგა,როგორც დედის მკერდში რძე დგება.93 წელი იყო,გიორგი მთაწმინდელსი ხსენების დღე,თუ არ ვვდები და სადღაც შუადღის 2 საათი.ერთი სუსტი ბავშვი ლამობდა ქვეყანას გამოსვლას.ლამობდა რა მეანი ცდილობდა,დედის მუელს მოეშორებინა,თორე თვითონ არ ეხამუშებოდა ეს ამბავი,რომ უნდა დაბადებულიყო იქ სადაც,თავს უცხოთ აგრძნობინებდნენ და დაიწყებდა ყოველთვის რაღაცის გაკეთებას და შემდეგ გაქცევას.ეს იმთავითვე იცოდა,რაც პირველი მოძრაობა გააკეთა,პირველი ჟეშტი,დედის მუცელში,რაც შუა თითის აწევა იყო.ეს დაანახა მომავალ საცხოვრებელ ადგილს.ადგილს სადაც არ დაედგომებოდა მისი ქარიანი აზრების გამო.
ხოდა დაიბადა,გაბარიტები თვითონ აღარ ახსოვდა და მე რას დავწერ აქ??ხოდა გამოვიდა თუ არა,ისეთ უჟმურ ხასიათზე იდგა,ტირილით თავი არ შეუწუხებია და მოხვდა კდიევაც ფუმფულა დუნდულაზე ერთი-ორი. სახლში ერთი კვირის მისულიც არ იყო,სიცხე შეეტენა,40 გრადუსამდე და მაშინ გადაუტრიალდა თავში.მოიხმო აზრებნი ბნელნი და უკდიეგანონი,აზრები ნათელნი მხეცურნი და მაცდურნი.ადიგა ფეხი და მის მერე სულ გაქცევას ლამობს.ის კიარა 1 წელი და 3 თვე, რომ შეუსრულდა,განგებამ ძმა არგუნა,სამშობიაროთან სადაც ის გამოვიდა დღის სინათლეზე,მანქანაში მარტო დატოვეს.პირველი მაშტაბური გაქცევა აქ მოხდა.მანქანა დააგორა მაგრამ,ვაგლახ რომ,უშედეგოდ,მშობელმა მამამ მოუსწრო.
მერე რომ,გაიზარდა შეიქმნა ნახევარ ანგელოზი.ესეც საკმაოდ ბურუსიანი ამბავია.ზოგნი იძახიან ეშმაკს მიჰყიდაო სულიო.აბა ნახევარ ანგელოზი როგორ შეიქმნები თუ ეშმაკს კანტრაქტი გაუფორმე?სიმართლე თვითონ იცის მხოლოდ და ისიც სოფოს დაუტოვა,უკანასკნელ მოგზაურობაში წასვლის წინ,ორი დღით ადრე.და დაუბარა არ გახსნა სანამ შორს არ ვიქნებიო.მისთვის სიშორე კიდევ,ვგონებ არ არსებობდა.არ არსებობდა ფიქრთა გამო.ხოდა გამოხდა კაი ხანი წელბი ბევრნი ძალიან.იმოგზარუა ყველგან.დაიტოვა ერთი ალაგი სადაც განმარტოება ეწადა.რომელიღაც სამეფოს,ერთი მცირე კუთხე.სამეფოსი სადაც, არც კი იცოდნენ რომ ზღვა ჰქონდათ, სანამ იქ არ ჩავიდა.გამოჩნდა იქ მარიანა,ადგილობრივი მეთუნუხჩეს და.ადამიანი რომელთანაც ერთად დალია მრავალი წელი.წლები რომლებშიც ის უკვე,თავის მხარეში მკვდარი ეგონათ.აქ დარჩა და იფიქრა იმდენი რამდენიც არასდროს უფიქრიათ გერმანელ დრუიდებთაგან არც ერთს.

* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * **
რაი დატოვა სახლსა შინა ნახევარანგელოზმა საბამ
ხოდა ჩემო სოფო.აქამდე მომევდი,მოვედი სავსე,წყენით,ფიქრებით და სევდით,ვაშენებდი და მივდიოდი,ვაკეთებდი კარგებს და ცუდებს,მერე ვტოვებდი.ვაბედნიერებდი და ამდენითვე ვთრგუნავდი ანთებულ გულებს.მახსოვს როგორ მოხვედი აქ და როგორ დარჩი.საერთოდ ყველაფეირმ ახსოვს და მენატრება მხოლოდ საბურთალოს აივნებზე გადმოკიდებული,რაღაცნაირად დაღილი ბებიები.მეტი არც აღარაფერი,დარჩა აქ მოსანატრებელი.და არც დარჩება.ეხლა კიდე ვალაგებ ბარგს უკანასკნელი მოგზაურობისთვის რომელსაც დაარქმევენ ალბათ მავანნი სინდბადის უკანასკნელ მოგზაურობას სავსეს ფიქრებით, გახსენებებით და საიმპერიო ზაკუსკეულით.არც ვიტყვი სად წავალ.ის ვიცი აღარ მოვალ.იცხოვრე აქ სანამდის გული გაგიძებს,მერე რაღაც ინქება,რაღაც ყოველთვის ხდება.მინდა გითხრა როგორ ვიქეც ნახევარ ანგელოზად.ეს ყველაე მარტივი იყო.მე გული დავთმე ერთგან და შემდეგ აჩრდილად ვიქეცი,აჩრდილობისას კიდევ ფიდელ კასტროს შევხვდი და ვიქეც მერე ნახევარ ანგელოზად რანაირად მეც არ ვიცი.ეს ვყელაფერი კი სისულელეა მაგრამ ამლევე უდნად ამემთავრებინა რადგან,არაც ნერვი მყოფნიდა და აღარც დრო.დრო რომელსაც არასდროს ვთვლიდი რამეთ.მაგრამ ჩემი მეგობარი როდესაც წავიდა მოსუავლეთს,მაშინ გავაცნობიერე დროის სიმხეცე.ხოდამ სოფი რო აღარ გავაგრძელო იცხოვრე და იყავ რაც ხარ,ყოველთვის ჯობდით ეს ქართველი გოგოები სხვებს.იყავით უბრალონი და ისენი რაც იყავით,არ ცდილობდით ყოფილიყავით ისენნი, რაც არ იყავით.არ ქმნიდით არარსებულებს.მთავარია ბოლო არ დაინახო,თორემ სხვა მხრივ ყველაფერი კარგათ არის.
დაიწერა 1793 წელს.

Sunday, July 10, 2011

წყენისა,დარდისა და სევდისა day three (sopo's part)

დერეფანი დაგვიხვდა გრძელი და დაუსრულებელი.კარებნი ჰგავდნენ ერთმანეთს.ზუსტად ერთნაირები იყვნენ.ამ მეფეს მოსწონებია ოდესღაც,ყმაწვილკაცობაში კაიროს კარების ოსტატთა ნახელავნი და 33 ერთნაირი კარები დაუკვეთია და გამოუყენებიათ მაროკოს გზაზე და დაუკიდია, ამ თავის სასახლეში.ხოდა ჩვენ რას გავარჩევდით ამდენ კარს? დავიწყეთ შემტვრევა თითოეულის.თან ამ მეფეს უხმარია ჭკვაი და ცარიელი იყო უმეტესობა.ხოდა ამ მტვრევა-მტვრევაში ქე გაუღვიძიათ ჯამაათს და გაუყვანიათ ვისაც ვეძებდით და ცრუ ასული დატოვეს.ბოლსო შევედით ოთახში.წევს ლოგინზე სახელად ... და ძინავს.მივვარდით ვცდილობთ მუთაქაში ჩავტენოთ და წავასხათ ფანჯრიდან ქვემოთ სადაც ჩვენი მოკუზული ჯიპი იცდიდა...ეს ჯიპიც საოცარი ცხოველია,მანქანა არ არის აქლემია,ჯიპი ქვია თან მოკუზულია.ამ ჩემ მეგობარს თრიაქზე ყავს გაზრდილი,თანაც მარგალურ თრიაქზე.ხოდამ მივაცვივდით თქო,და შედგა ნახევარმოჩვენება და უყურებს და თვალებით მეუბნბეა,ეს ის არ არის ო!ჩვენ თვალებით ვლაპარაკობთ.სიტყვები ზედმეტად ბრტყელია მთების გასავლელად.

მეუბნება ეხლა ეს ის არ არის,იმას სწორი თმა აქ ამას კიდე ჩემი ძაღლივით ხუჭუჭები აქვსო! ვუყურებთ ეხლა და ვფიქრობთ რა ჩავიდინოთ. გამოეღვიძა და შემოგვხედა მკვდარი კატის თვალებით და გვაგრძობინა,რომ თვითონაც წამოვიდოდა და მოშორდებოდა ამ აჩრდილურ ცხოვრებას.ეხლა რას მეუბნება ეს ჩემი მეგობარი.წავიღოთო,და შენი იყოსო,იქნებ რამე გამოვიდესო.წაიყვანე თბილისში და იქნება რამეო.მე კიდე ვეუბნები,არა ეგ საქმე საჩემო თქო.

ამ ლაპარკში ვიყავით კარი,რო ჩამოიღეს და გვიღრიალეს,თქვე ურჯულოებო რას სჩადით წმინდა ალაგსო?! ჩვენც შევუკურთხეთ მოვკიდეთ ამ გოგოს ხელი და გადავაგდეთ ფანჯრიდან და გადავყევით.ამ საცოდავს თავი დაურტყამს ჯიპის კუზზე და მას შემდეგ სათვალეს ხმარობს.ხოდა ჩვენ მოვასხედით ჯიპის და გადავფრინდით გემისკენ.

შევაგდეთ გემზე რითაც უნდა წამოვსულიყავი მე.ვილაპრაკეთ ათასნი,ბოლოს თქვა ჩემი არ ყოფილა ქალების გამოტაცება და ისევ ტყვეებს მივადგებიო.და მასე დავშორდით ერთმანეთშ,მრავალი წლით.ამ ნახვამდე 3 წლის წინათ ვნახე,მანამდე 10 და მანამდე კდიევ ბევრი წლის წინ.

რა,უნდა ქნა, როცა მუთაქაში გოგოც გიძვრება და გთხოვს წამიყვანეო?გზაში ყვებოდა თავისებს,ქარიან ამბებს,ზღვიდან მონაბერებს.მამა ჰყოლია ოღრაში და დიდი უჟმური ვინმე.ძმაც არა ნაკლები,გნათქმული კამათელში და ბებუთის უაზრო ტრიალში.რის გამოც ყური ეკლდა და ნახევართავას უხმობდნენ.ხოდა ამ ორ ბედოვლათს უმოყმია ეს გოგონა სახელ სოფია.ხოდა ამ ყმობის პერიოდში,გამხდარა როგორც ჯოხიანი ნაყინი დნება ხოლმე ჭიქაში ჩაგდებისას.გამხდარა,გაზრდილა გაუშვია ლამაზის პონტი.ჰიდამ ნდომებია სახლიდან წასვლა,სადმე შორს,ნდომებია მიეცა თავი თავგასასავლებისთვის.ამათ კიდევ,გამოუკეტიათ სახლში,და ბოლოს წაუყვანიათ გასათხოვებლათ.მაგრამ გზაში გმაოქცეოდათ და აქ მოსულიყო ათასი ფათერაკის შემდეგ.დამდგარა სეფექალის პონტ რაღაცათ.

მოკლედ ისე მოხდა,რომ თბილისამდე მშვიდად ვიცურ-ვიფქრინეთ და გადაწყდა ჩემთან დარჩებოდა.ისე დროებით და მერე წავიდოდა სამხრეთში.

* * * * * * * *

ნამატნი:

დაწერილ იქნა 1792 წელს,სამი წლით ადრე სანამ აღა-მაჰმად-ხანი შემოესეოდა თბილისს.დაწერილ და შეგროვილ იქნა სოფოს მიერ,რომელიც დარჩა საბას გვერდით მის დაკარვის შემდეგაც და განაგებდა მის სახლს,რომელიც მიუსაფარდა თავშესაფრად გადაკეთდა.


Saturday, July 9, 2011

წყენისა,დარდისა და სევდისა day two

ხოდა ეს ჩემი მეგობარი,რო ვახსენე არის ერთი ნახევარმოჩვენება.. ნახევარ იმიტომ რომ,დასუნსულებს აქეთიქით მწვავეთ..ისეთია რო გაგიებს,და თითოეულ შენს ქმედებას ხოშიან ბოზურ კრიტიკას მოარტყამს..(მისი სიტყვები)... ერთ დღესაც მივფრინავდით ბობოყვათის თავზე თუ ისევ ასფალტზე მივცურავდით არ ამხსოვს,მაგრამ მაშინ დაიწყო მთავარი ამბავი... ეს ხო ზღვის კაცია ფეხის ძირამდე და ყვება ამ თავის ამბებს.მონები რომ მიჰყავდა გზაში რეებს უტარებდა..კაი მუჟუჟია..ქალების ოღონთ..ხოდა ერთხელ გადაიკარგა სადღაც.ქალბატონის ამბავი იქნებოდა.არ გამოჩნდა 2 თვე და მერე წერილი მომაწვდინა-მეგობარო,უნდა ჩამოხვიდე მაროკოსა და ქალი მომატაცებინოო.ისე მეც სისხლში მაქ ეგეთები,მაგრამ გამიკვირდა ეს ტყვეების გამლალავი მე რას მთხოვს დახმარებას თქო.ის იყო მთვარე ორი შუბის წვერზე იქნებოდა,რომ დავიძარი.მეზარებოდა ეს ფრენა და ცურვა.თავისუფლებიდაბ ქარავანს გავყევი.აქლემს მოვახტი და ვცოხნიდი ნაზად და მშვიდად კატს.ჰოდამ,მესამე დღეს ჩავედი და მივუჯექი ზღვის ნაპირს.ზღვა იყო რაღაც დიდი და აღმაშფოთებელი.ისე მე ზღვაზე დავიწვი მრავალი წლის წინ.მას შემდეგ ვარ შავგვრემანი.მოიტანა ფიქრები მრავლანი და ქარიანნი.ზღვიდან მობერილს რა სჯობს?თან როცა გეძინება მითუმეტეს.ხოდა მომადგა თავს.წითელ ხალათშემოვლებული,მომკიდა ხელი და წამიყვანა თავის ყველგან მავალ კარავში.კარავი აქვს საოცარი.. პატარა გგონია 2 კაცის სამყოფი ადგილით.აი შიგინთ უნდა შეიხედო და რას არ იპოვი კაცი:ინდოეთს ნაოპოვნ ჩიბუხ-ჩილიმნი,ჩაის უძირო ყუთები,ჩემთვის დღემდე გაუგებარი ამულეტ-თილისმები,საკრავები და ათასგვარი ხლამები.დავსხედით ბალიშებზე და დავიწყე მოწევა.ტიბლისიდან წამოვაყოლე ’’lucky strike’’.გავაბოლე და მომიყვა რომ მოსატაცებელია ერთი სამეფოს,ერთი მეფის,ერთი უფროსი შვილი(ქალიშვილი აღარ,ჩვენ დროს სადღა არიან?)სახელად... მივადექით ამ სასახლეს.ვფიქრობ რა უნდა ჩავიდინოთ ისეთი შიგნით,რომ მოვხვდეთ თქო.ცოტა მძიმე სურათი იყო.შევიპარეთ კანალიზაციის მილიდან.კანალიზაციაში კიდევ,მკვდარი სულები მართავდნენ აქციას.რატომ გვწერთ ამ არჩევნების სიებშიო.ბოლოს მივადექით ოთახს სადაც უნდა სძინებოდა მსი აღმატებულება ...-ს...

Friday, July 8, 2011

წყენისა,დარდისა და სევდისა day two (terr)

სასიამოვნო ოფლის სუნი.კუნთების დაჭიმულობა და წრეზე სირბილი.-ვნახოთ რამდენს დავიგდებ,სულ რაღაც 52 კილო ვარ და ზომაში პატარა ვეშაპს ვგავარ.ტერს დარღვეული ჰქონდა ვიზუალური კონტაქტი სამყაროსთან.ამ დარღვევის გამო მას დიდი ნივთები პატარად ეჩვენებოდა.მაგალითად მის მშობლიურ კუტაიაში,ბაბუამისის ტრაქტორზე იძახდა ზომაში მხოლოდ ბეღურას ჩამორჩებაო.რითაც ბებიამისის გულის კვტომას იწვევდა.სულ გამიგიჟდა ჩემი ტერიო... ხოდა ამგვარი ფიქრნნი ჰქონდა როცა დარბოდა,გამწარებული სასაპალნე ცხენი გეგონებოდა ისე ქშენდა.საერთოდ ცხვირი პატარა ჰქონდა მისი გადმოსახედიდან.ეს ხომ, ჩემი პირადი წყევლაა დიდი ცხვირები და ციკლის შემდეგ მოდელობა.ხოდამ ეს ტერი ამ სირბილო სირბილში დამეჯახა.იქვე დავჯექი როგორც იცით ნახევარანგელოზური პონტები მაწუხებს და ხშირად მეფრინება.სხეულითაც და გონებითაც.საერთოდ გონებით უფრო ვმოგზაურობ ხოლმე,აზრით შეგიძია სახლიდან გასუვლელად იმოგზაურო სადღაც გადაკარგულშჳ,თან ისე რომ არავინ გაგიფილტრავს ტვინს კითხვებით აქ რატომ დევხარო.ხოდა ეს დაჯდომა იყო რო შემეჯახა და დამაგდებინა ხელიდან ჩემი საყვარელი კეისი..გმაოტეკილი მაქვს ხოლმე დარდიმანდული მელოდიებისა არ იყოს მწვანე დარდიმანდები..
ხოდა რო დავეჯახეთ მოგვიწია გადანასკვული სიარული ერთი პერიოდი..მწვავე პერიოდი იყო.. ციკლს გავდა.საერთოდ ცხოვრება ციკლს გავსს მოაქ და მიაქ.მწარედ მოაქვს ხოლმე.წაღებაზე არაფერს ვამბობ.ისე აეწყო ყველაფერი ის იქით მწოვდა ფერებს.წესით იქით ვიწოვ,ჩემდა უდნებურად დარდს...დარდი მაგარი სიტყვაა დენდს გავს და ვარდს.ვარდი ხო მაგარია! იარაღთან ერთად ვობშემ... ნაზი გამოწოპვებით და ვამპირული ზამაშკებით აკვიატებულმა ამომწოვა მგონი ჱველაფერი და იქეტ დავაცარიაელე დარდის კეისი.. გამოფიტულ ფიტულს ვგავდი.
ხოდა იმ დრეს კიდევ გავფრინდი.ძველი ანგარიშები მქონდა გასასწორებელი.ტაბიძეზე.საერთოდ არ მივყარს ვაკედ წოდებული დაფობი.სადაც სახლები ასანთის კოლოფებს უფრო გავს ვიდე სახლებს...ხოდა აქ ცოხრობს ჩემი მეგობარი.. კაი ადამიანია...ესმის რა ყველაფერი.ზვაზე იყო დიდხანს..ჯერ კდიევ ტყვეთა სყიდვის დროს დაცურავდა შავ ზღვაზე... სტამბოლში გადაყავდა გოგო-ბიჭები აფხაზეთიდან.ეხლა ისიც ჩემნაირად ნახევარია.ნახევარმოჩვენება.
რო გავაგრძელო შემხვდა ტერი.. თავისი დიდი ცხვირით.მომიწია აივანზე მძიმედ დაჯდომა და 3 წუთი მის ქოფაკთან საუბარი.ძაღლების ენაც უნდა იცოდე ისე ვერ იქნები ნახევარ ანგელოზი..ხოდა ამ ქოფაკმა მაცნობა რომ,ტერი ორი წლის მკვტარი იყო..დაელიათ ბლომად ძალით მოდელებს და მეორე დილით საკუთარ ნარწყევში მცურავი აღმოუჩენით უნიტაზთან ჩაცუცქული.მომიწია საბურთალოსკენ აფრენა..იქ წვანან უძრავათ და უხამსათ ჩენი მკვდრები...ისე დიდი ბებიაც მანდ ცხოვრობს წლებია უკვე..სურათებიდან მახსოვს.ის სურათებიც ხო დავწვი.. მოკლედ სანამ ადამიანი ვიყავი,მწვალებლობისთვის 200-ჯერ მომცეს შინა პატიმრობა.მგონი ეგეც. ხოდა ავფრინდი ამ სასფლაოსკენ.ჰაერი იყო რაღაც ზედმეტად შეხუთული და მომაკვდავი.მენტალურ ფაღარათს,რომ გიქადის... გზაში მახსენებოდა მისი კითხვები..საბა ათეისტი ხარ?საბა ეს რატომ? მარაზმი ნუ..ხოდა მივაგენი ძლივს.შავი ქვით გაწყობილი მოაჯირული ღობე...თეთრი ქვა სადაც მარკერით რაღაც წარწერები იყო მიჯღაბნილი.ბინძური თინეიჯერები,მოსულან და მიუწერიათ გვენატრები და რაღაცეები.კი ვერ ხვდებიან,ასი წელი ვერ წიაკითხავს ამ წარწერებს.ყველა ჩემნაირი ნახევარანგელოზი კი ვერ იქნება.ამ ბოლო დროს ეს ამპარტავნება მახრჩობს...ხოდა ჩავძახე საფლავს-ეი,შენ მანდ.ამოეთრიე ეხლა და მიბოძე ჩემი დარდის კონცეფცია.ამომიყარა მშვიდად და ნაზად და თან ბოყინის ხმაც შემომესმა და ნარწყევის სუნს ხო მიჰქონდა იქაურობა.-ეხლა დაისვენე მანდ,თქო.შენზე აუდიენციას გავწევ,სუნი მაინც მოგაშორონ-თქო მივაძახე და გამოვფრინდი..
სად მოვფრინავდი მეთვითჴნ აღარ მახსვოდა .. ბოლოს გამახსენდა ჩემ ნახევრადმოჩვენება მეგობარს მივაკითხავ გულისფიცრულს მაინც ვიმღერებთ თქო.

წყენისა,დარდისა და სევდისა day one (straw)

ისევ ისე ვიჯექი ფანჯრის წინ,ღრმა სავარძელში მიგდებული.ისევ ისე მშვიდად ვუშვებდი კვამლს როგორც ოდესღაც გველეშაპები უშვებდნენ.ისევ ისეთი ფაღარათიანი ამინდი იდგა.თითქოს საჩემო არაფერს ,რომ არ გაძლევს, უაზრო აზრების გარდა.მგონი ისევ უნდა ჩამეძინოს და ყბა მონგრეული კლასელი უნდა გადამეყაროს სადღაც სიზმრების გზაზე...
მოკლედ გუშინ city of plexanoff-ის თავზე მივფრინავდი,რაგაც საქმე მქონდა მაგ მიდამოებში.მე ნახევარანგელოზის პონტი ვარ.ნახევარ ანგელოზი კიდე ისეთი პრივიძენიაა მარტო ჩვენ,რომ ვიცით.არც იქეთ ხარ, არც აქეთ.სადღაც შუაში გაჭედვის პონტი გაქ,თან სამუდამო,როგორც სლენგზე ჩვევიათ პაჟიზნენი მაქ აკიდებული.
ხოდა ამ ქალაქის თავზე ვარ,ქალაქი არც არის უბრალოდ ერთი ცხოვრობს და რაიონად,რომ მოვიხსენიო მისი დიდი მოვიხსენიო მისი დიდი გული ვერ დაეტევა.თან გული აქვს მექანიკური საათის მსგავსი.ხმა რო ყველგან ისმის მაგრამ რო არ ჩანს,ან რაღაც მასეთი რა.ხოდა ეს ქალაქი გამოირჩევა თავის სიძველეებით და სიმყუდროვით.ადრე კარგი კინოთეატრიც იყო..ეხლა დაკეტილია..ბოლსო თურქები დაეპატრონენ და თავიანთი დახლები დადგეს.მახსოვს ერთხელ მივედი ამ დახლთან და ვთქვი აქ სიკვდილი!- თქო.გაგიჯდა ეს თურქი და ქართულად მკითხა ეს რა თქვიო? მე კიდე ხმამაღლა ფიქრი მიყვარს ხოლმე და ვერც ვამჩნევ სხებსაც უნებურად,რომ ვუზიარებ.
მოკლედ უნდა დავუბრუნდე ამ დიდგულა ბოჩოლას (როგორც თვითონ ეძახის თავისთავს)
ისევ ისე მშვიდად იჯდა თავის სახლში და ფიქრობდა ათასს და ასიათასს..(მეზობლები ყავს მეგრელები..მაგარი ხალხი.. 5 ტომარა სიმინდზე თბილისის გასაღებსაც რო ჩაგაბარებენ) ამ ფიქრებში იყო უბრალოდ დავეშვი მის ოთახში..თმებში შევერიე და აფრიალების პონტი წავიდა.. თან ძალიან მხიბლავს ესეთი აზაბოჩენობები როგორიცაა თმის აფრიალება,ტრუსიკის დუნდულებში გაკვეხება,ფეხის თითების გადანასკვა და კიდევ მრავალნი.. მოკლედ ძალიან ავცდით მთავარ აზრს..ეს ბოჩოლა ვნახე იმიტომ რომ უკან დამებრუნებინა წყენის მუთაქა რომელიც დიდი ხნის წინ დავუტოვე სახლში,დიდის ამბით და იმერული ლობიოსავით შევკმაზე და დავარქვი საბა ციკოლიას მახათური სიყვარული.