Sunday, December 7, 2014

Thursday, July 31, 2014

beautiful loosers




















made by sabazavr Tsikolia
All rights reserved. The author retain all copyrights  graphic images and photos in this
bpost. No part of this publication may be reproduced or transmitted in any form or by any means, 
electronic or mechanical, including photocopying, recording, or any information storage and retrieval 
system, without permission in writing from the authors.

Sunday, November 3, 2013

Lr

ნიკა ოდნავშესამჩნევად იღიმოდა.მას ხალხთან ურთიერთობა უყვარდა.ოდნავ პარანოიკულ გამოხდომებს, საგულდაგულოდ იტენიდა შავი გაცვეთილი პალტოს შიდა ჯიბეში.ახლად გაცნობილ გოგოებს ტუალეტში ეპატიჟებოდა ანდანტეს გასაყნოსად.
ო ნიკა რატომ არ მოკვდები?!

Tuesday, September 24, 2013

Lil report 4545466

მომაკვდავი კოჭები კანჭებს წყდებიან
მერე ისენი აგრძელებენ მოძრაობას
ზემოთ ქვემოთ
შუქნიშნები მწყობრიდან გამოვდინენ
ბანკებმა უარი განაცხადეს
ფულის გაცემაზე
მოლოტოვ მორტყმული მინისტრი სანაპიროზე იწვება.ცოცხალდ.
ბავშვები მკვდრები იბადებიან
თანამგზავრენი
მიწას ასკდებიან
ქალიშვილები გადაშენდნენ
სილამაზე უნდა მოიტყვნას
მეგობრის სახლი შენი სახლი ვერ იქნება მაგრამ
თინა
მაინც წინ გარბის
საბავშვო ბაღის ეზოში შეყნოსილი ანდანტე
ვერ იქნება შენი გადარჩენის მიზეზი მაგრამ პრობლემებს დროებით სადმე შეტენის
ისე დაახლოებით ბებია რომტენიდა ძველ ტანსაცმელს კარადაში და მურაბებს აივანზე მდგარ კარადის ზედა თაროზე.
ამას ქვია სტელა იყო მყვინთავი და მუდამ დაბლა ეგდო.
აბაზანა ვარდსიფერი მინდა
ვარდისფერი იმიტომ რომ ვერ ვიტან
მალე რომ გამოვიქცე თინა ჟვინეტის მცოდნე ჩინელი ემიგრანტი. კვირის ბოლოს ტრადიციულად 80% სახლში აგზავნის.სადღაც ბეიჟინგის გარეუბნებში. მისი ხელის გულები ბალიშზე მაგარია.
ხანდახან ამ კლუბს როცა ჩავუვლი მგონია რომ შენობა მოძრაობს.ხტის და თრთის.
მოთანთალე გადაჭრილი სადენები ნაპერწკლებს ყველგან ტოვებენ. ტაქსის მძღოლი დიახაც უნდა გამოაყლევო.
მოჭრილი ფრჩხილები შეაგროვო. ყოფილებზე არასდროს იფიქრო. არც მასტურბაცია გაბედო.
ნაკლები სვა და ეკრანზე მიჭყლეტილი ღამის პეპლები დათვალო თუ ადრიდანვე არ ესმოდათ შენი ეხლა ნუ ელდები რომ გაგიგებენ, უბრალოდ მოიკრიბე გამბედაობა, მიაფურთხე მათ და წამოდი. შენ იცი რომ მათზე უკეთესი ხარ. არანაირად არ არის საყვარელი. დილით სეირნობისას ძაღლის პატრონები მყუდროებას არღვევენ. ნაგვის მანქანები ლე მანის რბოლას მოაწყობენ?

Thursday, June 20, 2013

Lil report 88569 Vol:10

        არ მიყვარს დილით ტელეფონი,რომ მაღვიძებს.თან მითუმეტეს სადმე წასვლას როცა მთხოვენ.პატრიკი იყო.უკვე დროა აქ ჩამოხვიდე და რაზეც ხელი მოაწერე ის გავაკეთოთო.თან ნიკა წამოიღეო.ურბალოდ ბილეთები უნდა ამეღო და ყველაფერი მოთავებული იქნებოდა.   ხო დილის 6საათზე როცა გეუბნებიან ნიუ იორკში გამოფენა გაქვს და ჩამოდიო,თუ საბა არ ხარ გაგიხარდება.გაგიჟდები თან ისე.ორ წამში აეროპორტში იქნები ბილეთით ხელში.მაგრამ რადგანაც ამ მოთხრობას მე ვწერ,და თქვენ ყველა დროებით საბა ხართ.(ხო განიჭებთ მაგ ბედნიერებას და რამოდენიმე წუთი საბა იქნებით)ეს ამბავი ძალიან არ გახარებთ იმიტომ რომ გიყვართ თქვენი ცისფერი ლოგინი.სადაც ცხოვრების თითქმის ოცი პროცენტი გაატარეთ.მეტი თუ არა.ნამდვილად წარმოუდგენლად მიგაჩნიათ თქვენი ლოგინიდან ადგეთ და ჩაიცვათ.თან ეს ლოგინი თბილისიდან წაიღეთ ჩელისიში.ისე ვერ იძინებდით იმ იდოტურ თეთრ ლოგინში.

  თქვენ ხომ საერთოდ თეთრს ვერ იტანთ. არსად არ გიყვართ თეთრი.თმას თუ არ ჩავთვლით.
გახსოვთ ალბათ თქვენი ძველი სამსახური,სადაც გაიძულებდათ იმბეცილი ვაიზერი თეთრი პერანგი გცმოდათ და ისე გენავარდათ დაწესებულებაში.ხოხ,გაგახსენდათ თქვენი ცისფერი ლოგინის ამბავი?აი 3 დღე მარტო თეთრეულის ძებნაში რომ დახარჯეთ და ისიც ვითომ არაფერიო.   ისე ცისფერი გიყვართ.ძალიან.და საერთოდ ნებისმიერი ლურჯი გიყვართ.ყველაფერი კარგი ამ ფერებთან ასოცირდება.აი იისფერს თუ ლურჯში აურევთ,სისხლჩაქცევის ფერს მიიღებთ.რაზეც თქვენ და თქვენს მეგობარ ნიკას ხომ ახალგაზროდბას გახსენებთ.(ხო ეს ნიკა მუდამ თქვენს გვერდით არის.და მის გარეშე თქვენ არაფერს წარმოადგენთ როგორც ის თქვენს გარეშე)

  ის იყო ადგომა გადავწყვიტე,ნიკა შემოვარდა.პატრიკმა მეც დამირეკა და ავეგდეთ და წავეგდეთო.ნიუ იორკია,შენ შენი ‘’ჩვრებით’’ (ნიკასთვის თქვენი ნახატები ჩვრებია) და მე ჩემი ისკრინი კაი ბიჭობით დავლაშქრავთო.   თქვენ გძულთ ასეთი მომენტები და მომენტალურად ყვითლის და თეთრის ნარევი გახსენდებათ,ხო ზოგისთვის ღია ყვითელი.აი ისეთი ნუცას რომ ადევს სახეზე და ბებიათქვენს რომ ედო კუბოში. ამ ფერზე თქვენ გაცივებთ ბალიშს თავზე იფარებთ და მთელი ხმით ყვირიხართ სამ ასოიან სიტყვას.ოღონდ ნიკას მიმართულებით.

 ფუ ვერ ვიტან აეროპორტში ვერავის.ეს კაცი რატოა ამ თეთრი პერანგით?ვითომ წარმომადგენლობითი აურა.მაგრამ არა თქვენთვის წარმომადგენლობითი შავი ფერია.რაცმ ოგწონთ.თქვენი მანქანაც ხომ შავი იყო.ნუ ბოლოს ვარდისფრად გადაიქცა მაგრამ მაინც.მაგრამ იმ ქვეყნიდან საიდანაც თქვენ ანუ მე ვარ შავი სულ სხვა რამეს გამოხატავს.ეს ფერი ბახ-ბუხებს,წელში მოხრას და ჩაცუცქულ მდგომარეობაში ნერწყვის გუბეების ყენებას გამოხატავს.რაც თქვენში ირონიას და ზიზღს იწვევს.ძალით პედანტი ბიუროკრატია.აჰა ძლივს ჩასხდომაა.ცაში ვართ და მე რაღაც შიშები მიპყრობს.სულ ასე ვარ რაც ფრენა დავიწყე.მეშინია ვიღაც შიზოფრენიკი(ნიკას მსგავსი) არ შემოვარდეს და დანებება არ მოგთხოვოთ.მომწვანო კომბინიზონით და წითელი თავსაკრავით.

  ხო თქვენ 13 წლამდე მწვანე ფერი ძალიან გიყვარდათ.ამ ფერით ხატავდით.ამ ფერის სამოსი გამოირჩეოდა თქვენს გარდერობში.ძირითადად საშუალო მწვანე.რა ტერმინია საშუალო მწვანე?მაგრამ მაინც.აი 13 წელი როგორც კი შეგისრულდათ მაგრად დათვერით.ნიკასთან ერთად რა თქმა უნდა.და დაახლოებით 7 წუთიანმა კონტაქტმა უნიტაზთან ეს ფერი გულიდან ამოგიგდოთ.

   ჩახვედით და ქალაქის ოქროსფერ სილუეტით ტკბებით.ეს ფერი სითბოს და სახლს გახსენებთ,საიდანაც აგერ უკვე წელიწად ნახევარია წამოხვედით და ლონდონში დამკვიდრდით.გახსენდებათ თქვენი პირველი კატა.ისიც ოქროსფერი იყო.ალბათ მიხვდებით.ისე ძნელი ხომ არ არის საბა რომ ხართ?უკვე ამდენი ხანია.

  თქვენი გალერეა საბედნიეროდ არ არის მხოლოდ თეთრი.სალათის ფერი უფრო იგრძნობა.ხო ამ ფერზე ყოველთვის თვალწინ სალათა წარმოგიდგებათ.მაგრამ ვერ იხსენებთ კონკრეტულ სალათას.ამ ფერს ძირითადად ყურადღებას არ აქცევთ.კიდევ დამავიწყდა მეთქვა.წითელიც მოგწონთ.წითლად დასვრილ ზეწარზე თვალები ცრემლით-მუცელი სითბოთი გევსებათ.ეს ნიკამ შთაგაგონათ.კიდევ ხორბლის ფერი არ მოგდით თვალში.ის ქართველი დაკარგული თაობის დედები გახსენდებათ,სხვის საქმეებში ცხვირს რომ ყოფენ და მუდამ სხვისი ცხოვრებით,რომ ცხოვრობენ.აი ისენი რაღაცნაირად გასიებულები რომ არიან.მათი ნახელავი საჭმელი,რეზინას გახსენებთ.რომელსაც ალბათ ძაღლსაც არ აჭმევდით.

  აი საღამოს უკვე მოასწარით ქალაქში ოდნავი ბოდიალი.და ცას უყურებთ,აქაც მტრედისფერი ცა გხვდებათ.ამაზე გეღიმებათ და პირველი სახლიდან წამოსვლა გახსენდებათ.პირველად როცა არ გეძინათ სახლში.პირველად როცა გათენდა სადღაც სხვაგან.და ყველაფერი პირველი რაც გახსენდებათ მხოლოდ ამ ფერის დამსახურებაა.კოცნაც,თრობაც,მოწევაც და პირველი ნარკოტიკებიც,პირველი ნახატი,სექსი,ტირილი(ხო აქ შეგნებულ ტირილზე ვგულისხმობ)სიხარულები და გახსენებები.მოკლედ ყველაფერი პირველი აქ არის.

  კიდევ შავი ფერი მეტნაკლებათ არ მოგწონთ თქვენი ასაკის გოგონებზე.ისედაც დაზაფრულები და შეშინებულები დადიან.ეს ფერი კიდევ მთლიანად იწოვთ და აქრობთ მათ სახეებს.

  რაღათქმა უნდა წაროდგენები გაქვთ ყველაფერზე.რაც გახარებთ.ამ ქალაქზე ღია მწვანედ უფრო სწორედ ელექტრიკი მწვანედ ფიქრობდით.განსაკუთრებით გამოფენაზე.მაგრამ სტაფილოსფერი უფრო გამოირჩეოდა.აი ის ნათება გახსენდებათ,ღამით „სწავლის“ დროს რომ გინათებდათ მოჩვენებებით სავსე რვეულებს.  ღია მწვანე.თქვენ მას 12 ფურცლიან მწვანეს ეძახით.ნოსტალგია და სკოლის უკან გატარებული დრო გახსენდებათ.

 მორჩა გეყოფათ საბად ყოფნა.მიხედეთ თქვენს ფერებს.ისენი ხომ მრავლად არის თქვენს გარშემო.თუ გაინტერესებთ გამოფენამ კარგად ჩაიარა.დიდხანს გავჩერდით ნიუ იორკში.ბოლოს მოგვენატრა სახლი და თბილისს ვესტუმრეთ.

                                              დაწერა და მოგონა საბა ციკოლიამ.