Tuesday, September 24, 2013

Lil report 4545466

მომაკვდავი კოჭები კანჭებს წყდებიან
მერე ისენი აგრძელებენ მოძრაობას
ზემოთ ქვემოთ
შუქნიშნები მწყობრიდან გამოვდინენ
ბანკებმა უარი განაცხადეს
ფულის გაცემაზე
მოლოტოვ მორტყმული მინისტრი სანაპიროზე იწვება.ცოცხალდ.
ბავშვები მკვდრები იბადებიან
თანამგზავრენი
მიწას ასკდებიან
ქალიშვილები გადაშენდნენ
სილამაზე უნდა მოიტყვნას
მეგობრის სახლი შენი სახლი ვერ იქნება მაგრამ
თინა
მაინც წინ გარბის
საბავშვო ბაღის ეზოში შეყნოსილი ანდანტე
ვერ იქნება შენი გადარჩენის მიზეზი მაგრამ პრობლემებს დროებით სადმე შეტენის
ისე დაახლოებით ბებია რომტენიდა ძველ ტანსაცმელს კარადაში და მურაბებს აივანზე მდგარ კარადის ზედა თაროზე.
ამას ქვია სტელა იყო მყვინთავი და მუდამ დაბლა ეგდო.
აბაზანა ვარდსიფერი მინდა
ვარდისფერი იმიტომ რომ ვერ ვიტან
მალე რომ გამოვიქცე თინა ჟვინეტის მცოდნე ჩინელი ემიგრანტი. კვირის ბოლოს ტრადიციულად 80% სახლში აგზავნის.სადღაც ბეიჟინგის გარეუბნებში. მისი ხელის გულები ბალიშზე მაგარია.
ხანდახან ამ კლუბს როცა ჩავუვლი მგონია რომ შენობა მოძრაობს.ხტის და თრთის.
მოთანთალე გადაჭრილი სადენები ნაპერწკლებს ყველგან ტოვებენ. ტაქსის მძღოლი დიახაც უნდა გამოაყლევო.
მოჭრილი ფრჩხილები შეაგროვო. ყოფილებზე არასდროს იფიქრო. არც მასტურბაცია გაბედო.
ნაკლები სვა და ეკრანზე მიჭყლეტილი ღამის პეპლები დათვალო თუ ადრიდანვე არ ესმოდათ შენი ეხლა ნუ ელდები რომ გაგიგებენ, უბრალოდ მოიკრიბე გამბედაობა, მიაფურთხე მათ და წამოდი. შენ იცი რომ მათზე უკეთესი ხარ. არანაირად არ არის საყვარელი. დილით სეირნობისას ძაღლის პატრონები მყუდროებას არღვევენ. ნაგვის მანქანები ლე მანის რბოლას მოაწყობენ?

No comments:

Post a Comment