Friday, July 8, 2011

წყენისა,დარდისა და სევდისა day two (terr)

სასიამოვნო ოფლის სუნი.კუნთების დაჭიმულობა და წრეზე სირბილი.-ვნახოთ რამდენს დავიგდებ,სულ რაღაც 52 კილო ვარ და ზომაში პატარა ვეშაპს ვგავარ.ტერს დარღვეული ჰქონდა ვიზუალური კონტაქტი სამყაროსთან.ამ დარღვევის გამო მას დიდი ნივთები პატარად ეჩვენებოდა.მაგალითად მის მშობლიურ კუტაიაში,ბაბუამისის ტრაქტორზე იძახდა ზომაში მხოლოდ ბეღურას ჩამორჩებაო.რითაც ბებიამისის გულის კვტომას იწვევდა.სულ გამიგიჟდა ჩემი ტერიო... ხოდა ამგვარი ფიქრნნი ჰქონდა როცა დარბოდა,გამწარებული სასაპალნე ცხენი გეგონებოდა ისე ქშენდა.საერთოდ ცხვირი პატარა ჰქონდა მისი გადმოსახედიდან.ეს ხომ, ჩემი პირადი წყევლაა დიდი ცხვირები და ციკლის შემდეგ მოდელობა.ხოდამ ეს ტერი ამ სირბილო სირბილში დამეჯახა.იქვე დავჯექი როგორც იცით ნახევარანგელოზური პონტები მაწუხებს და ხშირად მეფრინება.სხეულითაც და გონებითაც.საერთოდ გონებით უფრო ვმოგზაურობ ხოლმე,აზრით შეგიძია სახლიდან გასუვლელად იმოგზაურო სადღაც გადაკარგულშჳ,თან ისე რომ არავინ გაგიფილტრავს ტვინს კითხვებით აქ რატომ დევხარო.ხოდა ეს დაჯდომა იყო რო შემეჯახა და დამაგდებინა ხელიდან ჩემი საყვარელი კეისი..გმაოტეკილი მაქვს ხოლმე დარდიმანდული მელოდიებისა არ იყოს მწვანე დარდიმანდები..
ხოდა რო დავეჯახეთ მოგვიწია გადანასკვული სიარული ერთი პერიოდი..მწვავე პერიოდი იყო.. ციკლს გავდა.საერთოდ ცხოვრება ციკლს გავსს მოაქ და მიაქ.მწარედ მოაქვს ხოლმე.წაღებაზე არაფერს ვამბობ.ისე აეწყო ყველაფერი ის იქით მწოვდა ფერებს.წესით იქით ვიწოვ,ჩემდა უდნებურად დარდს...დარდი მაგარი სიტყვაა დენდს გავს და ვარდს.ვარდი ხო მაგარია! იარაღთან ერთად ვობშემ... ნაზი გამოწოპვებით და ვამპირული ზამაშკებით აკვიატებულმა ამომწოვა მგონი ჱველაფერი და იქეტ დავაცარიაელე დარდის კეისი.. გამოფიტულ ფიტულს ვგავდი.
ხოდა იმ დრეს კიდევ გავფრინდი.ძველი ანგარიშები მქონდა გასასწორებელი.ტაბიძეზე.საერთოდ არ მივყარს ვაკედ წოდებული დაფობი.სადაც სახლები ასანთის კოლოფებს უფრო გავს ვიდე სახლებს...ხოდა აქ ცოხრობს ჩემი მეგობარი.. კაი ადამიანია...ესმის რა ყველაფერი.ზვაზე იყო დიდხანს..ჯერ კდიევ ტყვეთა სყიდვის დროს დაცურავდა შავ ზღვაზე... სტამბოლში გადაყავდა გოგო-ბიჭები აფხაზეთიდან.ეხლა ისიც ჩემნაირად ნახევარია.ნახევარმოჩვენება.
რო გავაგრძელო შემხვდა ტერი.. თავისი დიდი ცხვირით.მომიწია აივანზე მძიმედ დაჯდომა და 3 წუთი მის ქოფაკთან საუბარი.ძაღლების ენაც უნდა იცოდე ისე ვერ იქნები ნახევარ ანგელოზი..ხოდა ამ ქოფაკმა მაცნობა რომ,ტერი ორი წლის მკვტარი იყო..დაელიათ ბლომად ძალით მოდელებს და მეორე დილით საკუთარ ნარწყევში მცურავი აღმოუჩენით უნიტაზთან ჩაცუცქული.მომიწია საბურთალოსკენ აფრენა..იქ წვანან უძრავათ და უხამსათ ჩენი მკვდრები...ისე დიდი ბებიაც მანდ ცხოვრობს წლებია უკვე..სურათებიდან მახსოვს.ის სურათებიც ხო დავწვი.. მოკლედ სანამ ადამიანი ვიყავი,მწვალებლობისთვის 200-ჯერ მომცეს შინა პატიმრობა.მგონი ეგეც. ხოდა ავფრინდი ამ სასფლაოსკენ.ჰაერი იყო რაღაც ზედმეტად შეხუთული და მომაკვდავი.მენტალურ ფაღარათს,რომ გიქადის... გზაში მახსენებოდა მისი კითხვები..საბა ათეისტი ხარ?საბა ეს რატომ? მარაზმი ნუ..ხოდა მივაგენი ძლივს.შავი ქვით გაწყობილი მოაჯირული ღობე...თეთრი ქვა სადაც მარკერით რაღაც წარწერები იყო მიჯღაბნილი.ბინძური თინეიჯერები,მოსულან და მიუწერიათ გვენატრები და რაღაცეები.კი ვერ ხვდებიან,ასი წელი ვერ წიაკითხავს ამ წარწერებს.ყველა ჩემნაირი ნახევარანგელოზი კი ვერ იქნება.ამ ბოლო დროს ეს ამპარტავნება მახრჩობს...ხოდა ჩავძახე საფლავს-ეი,შენ მანდ.ამოეთრიე ეხლა და მიბოძე ჩემი დარდის კონცეფცია.ამომიყარა მშვიდად და ნაზად და თან ბოყინის ხმაც შემომესმა და ნარწყევის სუნს ხო მიჰქონდა იქაურობა.-ეხლა დაისვენე მანდ,თქო.შენზე აუდიენციას გავწევ,სუნი მაინც მოგაშორონ-თქო მივაძახე და გამოვფრინდი..
სად მოვფრინავდი მეთვითჴნ აღარ მახსვოდა .. ბოლოს გამახსენდა ჩემ ნახევრადმოჩვენება მეგობარს მივაკითხავ გულისფიცრულს მაინც ვიმღერებთ თქო.

No comments:

Post a Comment