Sunday, July 31, 2011

მინდა რომ...


მე,ერთი ნახევარანგელოზი ვარ,რომელიც უთავბოლოთ დაფრინავს და უაზროდ ეძებს დაკარგულ ნივთებს და აბრუნებს შეცდომებს უკან.მე ექსოფილი ვარ (© straw)

სადარბაზოსთან გელა სიგარეტს ეწეოდა და გამვლელ გოგონას ტრაკზე უყურებდა.ის უკვე გონებაში გაეშიშვლებინა და ბალნიან ტანს ალოკინებდა.ამ დროს ქალაქის მეორე ბოლოში სონია დეიდას მისი 21 წლის საყვარელი ხერხავდა ფანჯარასტან აყუდებულს და გომბეშოსავით ბღაოდა.მესამე ბოლოში ბავშვები სილაში თამაშობდნენ და სულ ყლეზე ეკიდათ თავიანთი მშობლები,რომლებიც მზესუმზირას უთავბოლოდ კვნეტდნენ და "დედიკო ეს არ აიღოს"- ძახილით ტვინი გაუთანგეს.მათ უნდოდათ,რომ ეთქვვათ: დე,ნუ შემეცი,დამანებე თავი და ნუ იფურთხები ბლინ!მაგრამ,ჯერ მხოლოდ 3-4 წლისანი იყვნენ და ამგვარი სიტყვები არ იცოდნენ.




აი ქალაქის მეოთხე ბოლოში მე ვიჯექი ტროტუარზე და ვაანალიზებდი,რომ მაგარ პროჭში ვიყავი შევარდნილი,მთელი ჩემი არსებით.და უკვე აღარ შემეძლო,სუნთქვა,წერა,მოწევა,სექსი,ჭამა,სმა,გინება,კბენა,ცემა,ხეხვა,ლეწვა,ცემინება,ხველება,
ფურთხება,ფხანვა,კუჭში გასვლა,რწყევა და ა.შ. ა.შ. ა.შ. მაგრამ შემეძლო ერთი რამ,ვმჯდარიყავი ტროტუარზე,ახლად გაცნობილ გოგოსთან ერთად.არა ეს გოგო კაი ვიღაც ჩანდა,2 ნომრით და მოწითალო თმით.მე დიდისამბით დავთანხმდი,მის წინდადაებას,დაკავებული ხომ არ არისო(ტროტუარზე ვზივარ).დაჯდა თუ არა მოაღო პირი და მოყვა და მოყვა.როგორი სევდიან-ფატალისტური ცხოვრება გააჩნდა და როგორ უნდოდა სიგარეტის მოწევა,მაგრამ ვაგლახ,რომ ვერ ეწეოდა.ისე საკმაოდ მიმზიდველია.მოწევა გინდა ვერ ეწევი.ქვეყნიდან წასვლაც გვინდაო,წამოაყენა მოწითალო სიგარეტის მაძებარმა.მინდა თბილ ქვეყნებში წავიდე და ნაზად ვიცხოვროო.რა იყო ეს ნაზად ცხოვრება წარმოდგენა არ მქონდა.ისე მოგზაურობისთვის არც არის საჭირო,ვიზა გქონდეს,თვითმფრინავში ჩაჯდე და გაფრინდე.მოზაურობა ხომ გონებითაც შეგიძლია,ურბალოდ წამოწვე ,და ფიქრები გაგაფრენენ სადღაც ისევ შორს და მოუსვლელში.ასე ვიცი ხოლმე სიბრძნეების დადება.რამდენი მინდა რომ,დაგროვდა.
ჟილ ვ ატენე ი სნოვა,ვტბილისი... მე მინდოდა,მეცხვორა ისე როგორც მინდოდა,ანუ სულ ფეხებზე მკიდებოდა,სკოლა.მაგრამ არ დამაცადეს.ისევ ჩემები ჩაერივნენ და მიმიყვანეს,ქალაქის ყველაზე ბოლო გარეუბნის,ყველაზე ბოლო სკოლაში,სადაც დერეფნებში შარდის სუნი იდგა და სადაც კედლებზე ყველანაირი სისულელე ეწერა,სადაც მასწავლებლები ქრთამისტი უაზრო ზომბები თუ იყვნენ ვიდრე მასწავლებლები.და ჩემი კლასელები არ გიანტერესებს?ბიჭები ფსევდო კაი ბიჭები..აი ისეთები 14 წლიდან სადარბაზოებშჳ რომ იცუცქებიან და ფურთხის გუბეებს აყენებენ.შავი ტანსაცმელი რომ აცვიათ.გაზინტლული თმით.რომ ვერ ხვდები,დაუბნალობისგან არის თუ უბრალოდ ზედმეტი სიდებილისგან.აი გოგოები კიდე საერთოდ ჩლუნგები იყვნენ.ამ ბიჭებზე მონადირენი.ზედმეტად სექსუალურად დახუთულები.მოზრდილ მკერდს ვეღარ იტევდა დეკოლტე.ეხლა რო ვფქირობ საბ.სკოლამ ვერაფერი ვერ მომცა ისეთი რასაც მე ვერ მივიღებდი.განათლებაზე ხმას არ ვიღებ... აი ასეთი ჰქონდა სკოლა წითელთავას სახელად...

ბოლოს,სამ-სამი ლუდი დავლიეთ და მინდორზე ვიწექით.საღამოს ცას ვუყურებდით.მაინც ვერ ვხვდებოდი, რა საჭირო ვიყავი აქ მე,რატომ მიყვებოდა ამდენ, სხვა დროს სისულელეს, მაგრამ ამ მომენტში ყველაზე ახლო მყოფ ამბებს.რატომ არ მივუახლოვდი უფრო ახლოს და რატომ არ გადავუსვი თავზე ხელი,რატომ არ ჩავჩურჩულე იცი რა სულ ყლეზე მკიდია შენი თავგადასავალი თქო.მაგრამ არ მოვიქეცი ისე როგორც სხვა დროს შემეძლო მოქცევა.არ მიმიგდია.რატომღაც ამ უცნობს გავუღიმე და მოვკიდე ხელი და სიტყვები ვთქვი რომლებმაც მთელი ცხოვრება დამიინფიცირა.[მოდი ერთად დავიკიდოთ]....
უბდალოდ მინდა რომ,მეძინოს,და მეღვიძებოდეს იმასთან ერთად.მე,ერთი ნახევარანგელოზი ვარ,რომელიც უთავბოლოთ დაფრინავს და უაზროდ ეძებს დაკარგულ ნივთებს და აბრუნებს შეცდომებს უკან და უკან.მე მთვრალი ვარ

No comments:

Post a Comment