Friday, July 8, 2011

წყენისა,დარდისა და სევდისა day one (straw)

ისევ ისე ვიჯექი ფანჯრის წინ,ღრმა სავარძელში მიგდებული.ისევ ისე მშვიდად ვუშვებდი კვამლს როგორც ოდესღაც გველეშაპები უშვებდნენ.ისევ ისეთი ფაღარათიანი ამინდი იდგა.თითქოს საჩემო არაფერს ,რომ არ გაძლევს, უაზრო აზრების გარდა.მგონი ისევ უნდა ჩამეძინოს და ყბა მონგრეული კლასელი უნდა გადამეყაროს სადღაც სიზმრების გზაზე...
მოკლედ გუშინ city of plexanoff-ის თავზე მივფრინავდი,რაგაც საქმე მქონდა მაგ მიდამოებში.მე ნახევარანგელოზის პონტი ვარ.ნახევარ ანგელოზი კიდე ისეთი პრივიძენიაა მარტო ჩვენ,რომ ვიცით.არც იქეთ ხარ, არც აქეთ.სადღაც შუაში გაჭედვის პონტი გაქ,თან სამუდამო,როგორც სლენგზე ჩვევიათ პაჟიზნენი მაქ აკიდებული.
ხოდა ამ ქალაქის თავზე ვარ,ქალაქი არც არის უბრალოდ ერთი ცხოვრობს და რაიონად,რომ მოვიხსენიო მისი დიდი მოვიხსენიო მისი დიდი გული ვერ დაეტევა.თან გული აქვს მექანიკური საათის მსგავსი.ხმა რო ყველგან ისმის მაგრამ რო არ ჩანს,ან რაღაც მასეთი რა.ხოდა ეს ქალაქი გამოირჩევა თავის სიძველეებით და სიმყუდროვით.ადრე კარგი კინოთეატრიც იყო..ეხლა დაკეტილია..ბოლსო თურქები დაეპატრონენ და თავიანთი დახლები დადგეს.მახსოვს ერთხელ მივედი ამ დახლთან და ვთქვი აქ სიკვდილი!- თქო.გაგიჯდა ეს თურქი და ქართულად მკითხა ეს რა თქვიო? მე კიდე ხმამაღლა ფიქრი მიყვარს ხოლმე და ვერც ვამჩნევ სხებსაც უნებურად,რომ ვუზიარებ.
მოკლედ უნდა დავუბრუნდე ამ დიდგულა ბოჩოლას (როგორც თვითონ ეძახის თავისთავს)
ისევ ისე მშვიდად იჯდა თავის სახლში და ფიქრობდა ათასს და ასიათასს..(მეზობლები ყავს მეგრელები..მაგარი ხალხი.. 5 ტომარა სიმინდზე თბილისის გასაღებსაც რო ჩაგაბარებენ) ამ ფიქრებში იყო უბრალოდ დავეშვი მის ოთახში..თმებში შევერიე და აფრიალების პონტი წავიდა.. თან ძალიან მხიბლავს ესეთი აზაბოჩენობები როგორიცაა თმის აფრიალება,ტრუსიკის დუნდულებში გაკვეხება,ფეხის თითების გადანასკვა და კიდევ მრავალნი.. მოკლედ ძალიან ავცდით მთავარ აზრს..ეს ბოჩოლა ვნახე იმიტომ რომ უკან დამებრუნებინა წყენის მუთაქა რომელიც დიდი ხნის წინ დავუტოვე სახლში,დიდის ამბით და იმერული ლობიოსავით შევკმაზე და დავარქვი საბა ციკოლიას მახათური სიყვარული.

No comments:

Post a Comment