Sunday, June 7, 2009

vocal


ეს ალბათ ერთად ერთი მუსიკალური ჟანრია სადაც შეგიძლია მთელი ხმით იღრიალო და ამაზე ტაშს ან თავს დაგიკრავენ 
ზოგადად როკ/მეტალ ვოკალი შეიძლება დავყოთ 3 ძირითად ნაწილად ესენია: 


სუფთა ვოკალი (clean) 
გროულინგი (growling) 
სკრიმინგი (screaming) 

Clean 
ამ სახის ვოკალს ძირითადად იყენებენ ჯგუფები მელოდიური, ლირიული, მელანქოლიური სტილის მუსიკითა და ტექსტით, ძირითადად კლასიკური როკ მუსიკის შემსრულებლები, პროგრესივ მეტალ ჯგუფები, ნაწილობრივ გრანჟი, ასევე ბრიტპოპი, ინდუსტრიალი, ინდი, გოთიკ როკი/მეტალი, ჰევი მეტალი, ფაუერ და პანკ როკ ჯგუფები. 
გამორჩეულ ქლინ ვოკალისტებად შეგვიძლია დავასახელოთ Bruce Dickinson (Iron Maiden), Klaus Meine (Scorpions), Rob Halford (Judas Priest) და ბევრი სხვა. 

ხშირად ჯგუფები იყენებენ როგორც ქლინ ვოკალს ასევე სხვა ექსტრემალურ ვოკალ ნაირსახეობებსაც, ძალიან ბევრი თანამედროვე მეტალ (ნაწილობრივ როკ) ჯგუფები წარმატებით ახერხებენ სხვადასხვა ვოკალის სინთეზს, მაგალითად შეიძლება დავასახელოთ ჯგუფები In Flames, Dark Tranquillity, Soilwork და სხვა. 

Growling 
ამ სტილის ვოკალს იყენებენ ისეთ ექსტრემალურ მეტალ ჟანრებში როგორიცაა დესი, ბლექი, თრეში, დუმი, გრაინდი. 
პირველად გროულინგი გამოიყენა ჯგუფმა Hellhammer 1984 წელს, წარმომიდგენია იმ დროისთვის რა შოკი იქნებოდა მსგავსი ვოკალის მოსმენა, ამის შემდეგ იგივე ხერხს მიმართეს ჯგუფებმა Possessed Seven Churches (1985), Death Scream Bloody Gore (1987) და Necrophagia Season of the Dead (1987). 
ასევე გავრცელებულია გროულინგი ქალის შესრულებით. ხშირად ისეთ ჟანრებში როგორიცაა დუმ მეტალი, დარქ მეტალი ან გოთიკ მეტალი გამოიყენებენ როგორც ქლინს ასევე გროულს, ძირითადად ქალის ქლინ ვოკალს ადებენ მამაკაცის მძიმე გროულინგს, ასევე ხშირია გროულინგისა და სკრიმინგის სინთეზი. 

ეს ვოკალი ექსტრემალურად არა მარტო ჟღერადობის გამო მიიჩნევა, ფაქტიურად შემსრულებელი ასეთი ვოკალით ძალიან დიდი რისკის ქვეშ აყენებს საკუთარ ჯანმრთელობას, მათ ხშირად აწუხებთ ტკივილები მუცლის არეში, ყელის ტკივილი, ხმის იოგების დაზიანება. შესაბამისად ბევრი შემსრულებელი დროთა განმავლობაში კარგავს გროულინგით შესრულების უნარს, მაგალითად ჯგუფ კატატონიას ვოკალისტმა იონას რენკსემ და კარგა გროულით სიმღერის უნარი, შეგნებულად უარი თქვა გროულზე დენ სვანომ რათა არ დაეკარგა ხმა. 
თუმცა ეს ყველაფერი მაინც პირობითია, უამრავი შემსრულებელია გროულ ვოკალით რომელიც არ უჩივის ასეთ პრობლემებს, მთავარია სწორი სუნთქვა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა. 

გროულის ყველაზე ექსტრემალურ განაყოფად ითვლება ეგრედწოდებული Guttural ვოკალი, ანუ მუცლის ვოკალი, ასეთი სტილის ვოკალს იყენებენ, გრაინდ, დესკორ და ბრუტალ დეს მეტალ ჯგუფები. ასეთი ვოკალით ტექსტის გამოთქმა კატასტროფულად ძნელია, შესაბამისად ჯგუფები ძირითადად მხოლოდ ემოციებს გამოხატავენ მსგავსი ხერხით. 
პირველად ასეთი ვოკალი გამოიყენა ფინურმა ჯგუფმა Demilich შემდეგ კი მათ მიბაძეს ისეთმა ჯგუფებმა როგორიცაა: Despised Icon, Devourment, Prostitute Disfigurement, Dying Fetus, Internal Suffering, Mental Demise. 

Screaming 
ასეთი ტიპის ვოკალს გამოიყენებენ ჟანრებში : ბლექი, დესი, დესკორი, მეტალკორი, ჰარდკორი, ემოკორი, სკრიმო. 
მარტივად რომ ავხსნა ეს არის კივილი. პირველად იკივლა ჯგუფმა Bathory 1984 წელს, ანუ გროული და სკრიმინგი ერთ წელს დაიბადნენ . 
ასეთი ვოკალით მღერიან ქალებიც, მაგალითად ისეთი ჯგუფის ვოკალისტები როგორიცაა: Arch Enemy, Opera IX/Cadaveria, Astarte, Wykked Wytch, Lucifugum და სხვა. 
ამ სტილს თავისი ფავორიტებიც ყავს, მაგალითად Dani Filth ჯგუფ Cradle of Filth ის ვოკალისტი რომელსაც ძალიან მაღალი დიაპაზონის უნიკალური სკრიმინგი აქვს. ასევე გამოირჩევა ჯგუფ Otep ის ლიდერი შამაია. 

სკრიმინგის განხრები: 

Grim–გროულთან ძალიან ახლოს დგას, ეს უფრო ჩუმი, ჩახლეჩილი ხმით ყვირილს გავს, გამოიყენებენ ბლექ, დარქ მეტალ ჯგუფები როგორიცაა Satyricon, Rotting Christ, Gloomy Grim. უფრო მაღალი დიაპაზონის გრიმით მღერიან ჯგუფები: Immortal, Carpathian Forest და Mayhem. 

Schrei–ერთ–ერთი ყველაზე ექსტრემალური ვოკალი, გავს მგლის ყმუილს, ასეთ ვოკალს იყენებდა ვარგ ვიკერნესი, ასევე ასეთ ვოკალს იყენებენ ძირითადად დეპრესიული ბლექ ჯგუფები Forgotten Woods, Xasthur, Nocturnal Depression, Shining, Silencer, Nyktalgia, Sterbend. 

სკრიმი–ჰარდკორ ვოკალისა და გროულის სინთეზი, გამოიყენებენ მეტალკორ, ნაწილობრივ დესკორ და ემოკორ ჯგუფები: Lamb of God, Caliban, Maroon, Darkest Hour, All That Remains. 

Harsh–გამოიყენებენ ისეთ მიმდინარეობებში როგორიცაა მელოდიური დეს მეტალი, მოდერნ მეტალი Children of Bodom,In Flames,Sonic Syndicate.

No comments:

Post a Comment