Thursday, June 20, 2013

Lil report 88569 Vol:9

   ისე ეს გამოფენა,ვერ გამოვიდა მაგარი.საშუალოს მისცემდა კაცი.დილით დამიბარეს.მოდი მოაწესრიგე და დაგიკიდებთო.მერე ალა- ფურშეტი გვექნებაო.წონიანი დილერები შემოირბენენ,დაგვსუნავენ და თუ რამეს მიადგეს თვალი გაგიყიდითო.მინიმუმი 500 იყოს.80%ს გაძლევთო.თუ ყველაფერი გაიყიდა საერთო თანხის 30ს ვიღებთო.მამენტ ჩემთვის როგორც დამწყები მხატვრისთვის მისაღები პირობები იყო და ყაბული მივეცი.
  სასტუმროში ავედი.ნუ ისევ და ისევ ნიკა მხვდება.ლექსების წერა დაიწყო.არა ასეთი უსაქმურობა არ მოდის ჩემამე.მახათი მაინც გაიყაროს.ლექსები ხო რაღაც 70 იანი წლების თბილისელ განაბებზე და ყომარზე იყო.მოკლედ ვიღაც პესონაჟი,ტაქსისტი ჟორა შექმნა და მთელი საგა დაწერა.სიმღერა ტაქსის შოფერ ჟორასა და კაწირინაზე.ლიჩნად მე მაგარი მისუქებდა ამ პოემის წაკითხვა ერთ ადგილს.არა დაეგდე უნდა წაგაკითხოო,მეთქი შემეშვი ძმისღვიძლ კინოში მაგვიანდება,ტარანტინო როგორ უშვება უმას უნდა ვნახოთქო.არაო ეგდე წაგიკითხოო.დამსვა და მეც გავუჩერდი.დრო მქონდა.ხო დაიწყო.დაიწყო და უმას რაც უქნა კვენტინმა,მსგავსი ანექსია ჩემ ტვინს ჩაუტარა.  
   მინდა ეხლა მე ეს?არა!მოქმედება შემდეგი.არის კაწირინა.მწერალი აი ძიშოვი.მაგარი ჩათლაშკა და ასოებზე მოხტუნავე.ხოდა ნაწერებს იასნა რო არავინ უბეჭდავს.ხოდა ტავს ხასობით ირჩენს.ამ ჟორიკას (ჩემთვის ჟორჟიკა) შეუყვარდება და მთელ ამბებს დებს რა.იმენა პრიკლუჩენია.და მიდის ეპოპეა,ომები ლაპარაკები თან არც თუ ისე ნაზები.   
   ამას მიკითხავს და როლშია ნიკა შევარდნილი.დადის ლოგინებზე,ფანჯარასთან მიდის აფურთხებს.მინაგვიანებს აქ ჩელსის ქუჩებს.მეთქი შემოეთრიე თორე ეგრევე 350 ფუნტი ჩაგვახუტეს ჯარიმათ.ნუ ბოლოს როდის იყო,მივაგდე და გამოვიქეცი.მზარხარ თქო.შემეშვას რა.კი მაგრად მიყვარს.იმენა ძმაა მაგრამ ასეთი მაზგაიობი გამოხტომები აქვს.მაგით კაიფობს სხვას რო ტვინს უვირუსებს.სმით ეგ არ სვამს.მოწევით კიდე ერთხელ მოწია.მოწია და 2 დღე ეძინა.ვერ ვიტან ასე რო იქცება.

   ხოდა კინოში ვარ.ჩემ ზანგ ბებრუცანებთან ერთად.კვნეტინმა შეასრულა და წამოვედი.რაღაც მოჟამული ამინდია.ხო ლონდონია მეტი რა მინდა.ვფიქრობ სადმე წავალ  ვიყიდი რამეს,დედაჩემისთვის, გავახარებ ერთი კვირა ლოთს არ დამიძახებს მეთქი.   გავუყევი ქალოუს ქუჩას.ჩაყოლებაზე სულ მაღაზიებია.სუვენირები.რემემბერ ჩელსი და ამბავი.ის იყო კარი გავაღე უდნა შევსულიყავი.დამირეკეს.ლილიჩოკი იყო.ჩემთან გამოიარეო.რაღაც საინტერესო ამბავია შენთვისო.მეც დავიკიდე საჩუქრები და ფარისევლური ღიმილით დედაჩემის წინ დგომის პერსპექტივა და მოვძუძგე.ეგრევე მეტრო და გავვარდი ლიდსში.

     საყვარელი ბინა აქ ლილის.ჰაი ტექი და ოლდ სქულ შიფმენთ-ეპიკირება ერთად.რო შევედი,მეთქი ვა სახლში ვარ.საკუთარ სახლში ვერ ვგრძნობ თავს,მყუდროდ.სულ მგონია რომ სტუმარი ვარ.აქ კიდე პირიქით.აი გრენლანდიიდან დაბრუნებული,რომ შემოხვალ.დიდი შუბით და თოვლით.რო მოეგდები და ჩაის დალევ.ეგეთი გრძნობა გამიჩნდა.

  ლილი არ იყო მარტო.ვიღაც სიმპო ბიჭთან ერთად იყო.სათვალე,ტვიდის კოსტიუმი.სიგარა და გაწკრიალებული შუზი.რო დავხედე ჩემი თავი დავინახე.ისე პედანტებთან მიმართებაში ვერ ვარ რაღაც.მე არ ვარ მთლად ბომჟი,მაგრამ დალაგებული ჩაცმის მოყვარული არ გახლავართ.ის იყო მეგონა,თხოვდება და უნდა გამაცნოს თქო.მაგრამ არაო.გალერისტი ყოფილა ნიუ იორკდან.პატრიკი სახელად.ნახატები უნახავს ბლოგზე.მერე მიუწერია ლილისთვის ასეთი ქართველი მხატვარია,გამიგე რამე რო დავუკავშირდე.მოვუწყობ გამოფენასო.ხო და ლილიმ გაგიგო რა,კლასელია ჩემი,ლონდონშია რაღაც გამოფენაზეო.ხოდა ესეც ჩამოსულაა და მთელი ნომენკლატურა წამოუღია.

  დავჯექით ვისკი ვწრუპეთ.ვილაპარაკეთ,მომეწონა.ძალიან კარგი ბიჭი იყო.მემკვიდრეობა მიუღია და გალერეა გახსნა ბრონქსში.მერე საქმე გამოსვლოდა და მანჰეტენზე გადასულა.იქ კიდე არის ჩიტის რძეში.ნახატები უნდოდა.გამატანე ან შენ წამოდიო.გზა ჩემზე იყოს,ცხვორება და ამბებიო.ოღონდო ლიჩნად მეც უნდა დამიხატოო რამე დიდიო.შენ სტილშიო და ჩემი დედაც 30 000 გაძლევ ხელზეო.მეთქი ვუააა.ვუაა და ვაგლახ.დღესვე წავიდეთო.მეთქი ვერა ხვალ გამოფენა რამე ისა ესა.და კაიო ზეგ მაშინ აეროპორტში რეგისტრაცია და წავედითო.

  მეორე დღეს რომ გავიღვიძე თავი დალი მეგონა.მემართება ასე მივარდება თავში.ვერ ვიტან ჩემ თავს მაგ დროს.ცოლიც მაგაზე მეჩხუბება,რა ნარცისობა გეტაკაო.ხო ცოლზე არ მითქვამს.ყველაზე მაგარი ცოლი მემყავს.საყვარელი ხუჭუჭა გოგონა.ძმა არის,ცოლიც და დაც.ყველაზე გამგები და ამბავი.მაგრამ ეს სხვა ისტორიაა და მერე ვიტყვი.

   ჩავბარგდი,ავიღე ნახატები და გავვარდი გალერეაში.ოდნავ დამაგვიანდა.მაგრამ ეგ არაფერი.დაკიდეს,გაწმინდეს და დაიცადეო.მოგროვდა ხალხი.მოვიდნენ პერო პერო ქათმები და მიმცემი გეები თავიანთი პუდელებით.მეგონა მარტო თბილისის ჭირი იყვნენ,მაგრამ ვერ მომართვეს.

  კიდე კარგი ლილი და პატრიკი მოვიდნენ.გამიხარდა ვიღაც ნაცნობი რო ვნახე.ნიკას დაეზარა წამოსვლა.ეგეთები სულ კიდია.ლიჟბი დააძინე.დაიწყო მერე გაყიდვა.2 ნახატი იყიდეს.გამიხარდა.ფული მითავდებოდა.ისე ეს ფული მეზიზღება.მძულს მთელი თავისი მოსწრებით.კაწირინა ხო არ ვარ იბიომატ.

  ბოლოს ავიღე ფული.რათქმა უნდა და 80%.ისე ბლომად გამოვიდა 12 000 ფუნტი. 2 დავიტოვე.დანარჩენი დოლარებში და ეგრევე ცოლის ანგარიშზე გავუშვი.შემდეგ პაბში გავქუსლეთ მე ლილიმ პატრიკმა და ნიკამ.სასტუმროდან გამოვათრიეთ.ხო ავღნიშნეთ ეს საყვარელი მომენტი და ხვალამდე დავიშალეთ.

   სასტუმრომდე ნიკამ მორწყო ყველა სახლის კიბე.არ გამაზა.ყველგან არწყია.ბოლოს ავათრიე ძლივს.დავაგდე და ლეპ ტოპს მივუჯექი.ცოლის მესიჯები დამხვდა.12344556 ცალი.ვერ მივწერე ეს დრო.ინერივულა ძალიან.თან მესამე თვეშია და მე აქ დავეთრევი.ფულზე გაოგნდა რა ქენი,მუზეუმი გაძარცვეო?მეთქი არა ბუკნაჭ ნახატები გავაჩუქე და ნიუ იორკის თემაც ვუთხარი.გაუხარდა.განათდა ძალიან,ძალიან.სულ მაგაზე ოცნებობდიო და მიდიო.ოღონდ არ მომწერ და სახეს მოგი...

No comments:

Post a Comment