Friday, April 24, 2009

licanthrophy


"დღეიდან შენ სამუდამოდ გადაიქცევი მგლად. შენ იქნები მგელთა მგელი. ეს იქნება შენი საზღაური. სიკვდილი შენთვის ძალიან მარტივი სასჯელი იქნებოდა" აი ასე დაწყევლა ზევსმა ლიკაონი, არკადიის მეფე, ტირანი და სადისტი, რომელმაც ზევსს ადამიანის ხორცი აჭამა მოტყუებით რომ შემდეგ დაემცირებინა ის. საჭმელი კი საკუთარი 7 წლის შვილისგან გააკეთა. აი ასეთია მაქციების წარმოშობის საფუძველი. თუმცა ანტიკურ პერიოდში მგლები ითვლებოდნენ სიბრძნის და სიმამაცის სიმბოლოდ, მისი დემონურ ძალებთან დაკავშირება მხოლოდ ქრისტიანულ პერიოდში მოხდა.

საერთოდ მგელი ანტიკულ და რომაულ კულტურაში ძალიან დაფასებული ცხოველი იყო, ბოლოს და ბოლოს რომის დამაარსებლები რომული და რემი მგელმა გაზარდა. ასევეა სკანდინავიურ მითოლოგიაში სადაც ოდინის თანამგზავრები და ერთგული მეგობრები მგლები არიან, ჯერი და ფრეკი.

მოგვიანებით კი მგელი რატომღაც ადამიანის მტრად და ბოროტების მსახურად მიიჩნიეს, ეს მოხდა შუასაუკუნეებში როცა ევროპაში ინკვიზიცია ბობოქრობდა, მაშინ მგელი ადამიანის კონკურენტად ესეიგი მტრად და მოწინააღმდეგედ აღიქვეს, იმ პერიოდში ათასობით ადამიანი დაწვეს მაქციობის ბრალდებით, უამრავი ფაქტია აღწერილი თუ როგორ აწამებდნენ უბრალო გლეხებს რათა მათ ეღიარებინათ ის რომ ისინი მაქციები იყვნენ და სავსე მთვარობისას მგლად გადაიქცეოდნენ. 

აქციების მითს ხშირად უკავშირებენ ვამპირებს, ითვლება რომ ვამპირის მოკვლა მხოლოდ მაქციის კბენას შეუძლია, თუმცა ვამპირიც თავის თავად მაქციაა, ბრემ სტოკერის "გრაფ დრაკულას"-ს მიხედვით დაკულას შეუძლია გადაიქცეს ღამურად, დიდ შავ ძაღლად, ნისლად და ა.შ.

საერთოდ როგორც წესი გამოყოფენ მაქციების ორ სახეს, პირველს შეუძლია თავისი სურვილისამებრ გადაიქცეს ცხოველად და მეორე დაავადებულია ლიკანტროპიით. მათ შორის განსხვავება ისაა რომ პირველ მთგანს შეუძლია გადაიქცეს მაქციად მაშინ როცა მოესურვება და ისე რომ ადამიანობა არ დაკარგოს ხოლო მეორეს კი მხოლდ სავსე მთვარეობისას თან ისე რომ იგი ფაქტიურად კარგავს ადამიანის ყოველგვარ თვისებებს.

ლეგენდების და თქმულებების მიხედვით მგლებად ხშირად არა იმის გამო გადაიქცევიან რომ ვინმეს რამე დაუშავონ, არა უბრალოდ ისინი ასე ერთობიან და აშინებენ ხალხს. 

ლიკანტროპია 

"ყველაფერი ცხოველის ერთი უბრალო კბენისგან იწყება, გარკვეული პერიოდის შემდეგ ადამიანს გამოაჩნდება პირველი სიმპტომები ესენია : უბედურებს ეშინიათ დღის სინათლის, ეშინიათ წყლის, იკბინებიან, კარგავენ საკუთარ თავზე კონტროლს, სპაზმები იმდენად ძლიერია რომ ტუჩები და სახის კანი იკუმშება ისე რომ კბილები ჩანს, პირიდან დუჟი გადმოსდით და საშინელ ხმებს გამოსცემენ ეს გაწამებული არსებები" აი ასე აღწერა ლიკანტროპიის სიმპტომები იოზეფ რუგემონტმა 1798 წელს. 

დღეს ეს დაავადება ოფიციალურად ირიცხება ფსიქიკურ დაავათებათა ნუსხაში. დაავადება როდესაც ადამიანს თავი ცხოველი ჰგონია. უამრავი ისეთი ფაქტია დაფიქსირებული როცა ადამიანებს თავი მგელი, კატა ან ძაღლი ჰგონიათ, კლასიკური შემთხვევაა როცა 1921 წელს ავსტრიაში ერთ-ერთი გოგონა მელიით გახდა შეპყრობილი, თავიდან სიმპტომები ნელა ვითარდებოდა თუმცა სულ მალე გოგონამ საერთოდ დაკარგა ადამიანური თვისებები და იქცეოდა ისე როგორც ცხოველი. 

დღეს მეცნიერება უკვე აღიარებს მაქციების არსებობას, არა მხოლოდ ფსიქიკური კუთხით არამედ ფიზუკურითაც, არსებობს სამეცნიერო კვლევითი ცენტრები სადაც მუშაობენ და იკვლევენ ამ ფენომენს, მაგალითად მექსიკაში არსებობს ბიომედიცინის კვლევითი ცენტრი, სადაც უკვე რამდენიმე წელია იკვლევენ ასიევოს ოჯახის წევრებს დაახლოებით 30 კაცს, ყოველი მთგანი დაავადებულია იშვიათი გენეტიკური დარღვევი, ოჯახის რამდენიმე წევრის სახე მთლიანად დაფარულია ბეწვით, ასევე მათ აქვთ ცხოველისთვის დამახასიათებელი მიმიკა და ქცევა. 

დღეს ასიევოს ოჯახი მექსიკის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს, ადგილობრივი მაცხოვრებლები მათ მიმართ ძალიან აგრესიულად არიან განწყობილები და ექცევიან ისე როგორც კეთროვანებს. მეცნიერები ვარაუდობენ რომ მალე შეძლებენ მუტირებული გენის იზოლაციას და ასეთი გენის მქონე ადამიანები შეძლებენ ნორმალური შთამომავლობის ყოლას.

No comments:

Post a Comment